მადრიდის “რეალის” სპორტული დირექტორი პრედრაგ მიატოვიჩი დღეს, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ კრიშტიანუ რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეშს შეხვდება და მისი კლიენტის ესპანეთში გადაბარგებაზე დაყოლიებას შეეცდება. გავრცელებული ინფორმაციით, “რეალი” 23 წლის პორტუგალიელის სანაცვლოდ 125 მლნ. ევროს იხდის, რაც ერთი წლის წინ კრიშტიანუში “მანჩესტერისთვის” შეთავაზებულ თანხაზე 5 მლნ. ევროთი მეტია. აქვე გამცნობთ, რომ გუშინ, რონალდუს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “რომასთან” განმეორებითი მატჩის წინ, უეფამ 100 ათასი შვეიცარიული ფრანკის ჩეკი მისცა. როგორც ცნობილი გახდა, კრიშტიანუს ეს თანხა საქველმოქმედო აქცია “მიიღე ქულა წითელი ჯვრისთვის” მიიღო. კერძოდ, ამ აქციის ორგანიზატორი თავად უეფაა, რონალდუ კი აქციის ელჩია და ეს თანხა ავღანეთში ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების მსხვერპლთა დასახმარებლად იქნება გამოყოფილი.
“შალკესთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მოპოვებული მეორე გამარჯვების შემდეგ “ბარსელონას” კამერუნელმა თავდამსხმელმა, სამეუელ ეტო’ომ განაცხადა, რომ მისი გუნდი “მანჩესტერთან” დაპირისპირებაში არ შეიძლება აუტსაიდერად მივიჩნიოთ.
“რატომ არ შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ ფინალში გასვლაზე? – ჩვენ ხომ “ბარსელონა” ვართ, კლუბი, რომელსაც “მანჩესტერის” მსგავსად დიდი ისტორია აქვს და ისეთივე მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს, როგორც მეტოქეს. ჩვენ არ შეიძლება ჩვენი თავი აუტსაიდერაბად ჩავთვალოთ. ამ მატჩებში ჩვენ ასევე დაგვეხმარებიან დეკო და მესი. ყველა შემთხვევაში, ეს იქნება ლამაზი ფეხბურთი. რაც შეეხება შედ
... მეტის წაკითხვა
ესპანური “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ რაიკაარდმა “შალკესთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის 1:0 მოგების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი უკვე მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მომავალ დაპირისპირებაზე ფიქრობს. “ახლა უნდა დავიწყოთ მზადება ორი უდიდესი მატჩის გასამართად გუნდთან, რომელიც ფორმის პიკში იმყოფება და შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს. კმაყოფილი ვარ, რომ ასეთ გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ ჩვენს წყვილში ფავორიტის დასახელება გამიჭირდება. რაც შეეხება “შალკესთან” განვლილ შეხვედრას, იგი რთული გამოდგა. მოწინააღმდეგეს დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ჩვენ კი დასაწყისში ვნერვიულობდით, თუმცა თამაშის გაუმჯობესება შევძელით და მიზანს მივაღწიეთ. მინდა ჩემს ფეხბურთელებს მივულოცო, მათ ნახევარფინალის საგზურისთვის ღირსეულად იბრძოლეს” – განაცხადა რაიკაარდმა, რომლის გუნდს ტურნირის 1/2-ფინალური ეტაპის მატჩების გამ
... მეტის წაკითხვა
“ბარსელონას” ფორვარდმა, ტიერი ანრიმ, “შალკესთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მომავალი მეტოქე, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსას” ვერაფრით ვერ გააკვირვებს.
“1/2 ფინალური მატჩები ჩვენი გუნდისთვის ურთულესი იქნება, რადგან “მანჩესტერი” შესანიშნავ თამაშს აჩვენებს. მანჩესტერელები შესნიშნავ ფორმაში იმყოფებიან. ხალხი დაიწყებს ლაპარაკს, რომ ინგლისელები ფავორიტები არიან ჩვენ წყვილში, მაგრამ დარწმუნებით ვერავინ იტყვი, როგორ ითამაშებს “მანჩესტერი” ჩვენთან. ისინი ინგლისის ჩემპიონატში პირველ არგილზე იმყოფებიან და კრისტიანო რონალდო შესანიშნავ სეზონს ატარ
... მეტის წაკითხვა
რამონ კალდერონი არ ანებებს თავს კრისტიანო რონალდოს.სამეფო კლუბის პრეზიდენტს პორტუგალიელის ”რეალში” ხილვა ძალიან სურს.ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, რამონისათვის ეს არის ოცნების ტრანსფერი.
სამშაბათს პრედრაგ მიატოვიჩი ინგლისელმა ჟურნალისტებმა ლონდონში შენიშნეს ”ჩესლისა” და ”ფენერბაჰჩეს” თამაშზე.აღნიშნულ მატჩზე ის რონალდოს აგენტთან ერთად იმყოფებოდა.პრედრაგი მენდესს უკვე მეორედ შეხვდა (პირველ ეს მოხდა ”რომა” - ”მანჩესტერის თამაშზე).
ჯერჯერობით უცნობია რა უთხრა მენდესმა ”ბლანკოსის” სპორტულ დირექტორს, მაგრამ ფაქტია, რომ ”მანჩესტერი” ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში საგარეო გამარჯვების შემდეგ, ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” იტალიურ “რომასთან” ჯახში უპირობო ფავორიტად მოიაზრება. სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა ფრანჩესკო ტოტის გარეშე მოთამაშე რომაელებს 2:0 მოუგეს. ტრავმირებული ტოტი არც დღევანდელ მატჩში იასპარეზებს, სტუმრებს ვერც ჟუანი და აკვილანი დაეხმარებიან, რაც ინგლისელებს მიზანს კიდევ უფრო უიოლებს. მანჩესტერელებს ტრავმის გამო სერბი მცველი ნემანია ვიდიჩი ვერ დაეხმარება, საეჭვოა ინგლისელი რიო ფერდინანდის თამაშიც, წინა ხაზში კი მასპინძლებს ყველა სასურველი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავთ. მოედანზე იქნება “იუნაიტედის” ერთ-ერთი ლიდერი პოლ სქოულზიც, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში საიუბილეო მე-100 მატჩს ჩაატარებს. გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, მომდევნო ევრომატჩს მანჩესტერელთაგან ევრა დააკლდება, რომაელთა რიგებში კი უხეშობას კასეტი, სისინიო, დე როსი, ტონეტო, ვუჩინიჩი და მექსეში უნდა ერიდნონ.
ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში იტალიური “რომას” 1:0 ძლევის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს აქვს რაღაც განსაკუთრებული, რაც “ბარსელონასთან” 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში უნდა გამოავლინოს. “ნახევარფინალში გასვლით კმაყოფილები ვართ. ხოლო ის, რომ მომდევნო ეტაპზე ჩვენი მოწინააღმდეგე “ბარსელონა” იქნება, ამ ფაქტს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. კატალონიელებთან შეხვედრას მოუთმენლად ველით. არის მომენტები, როცა ხვდები, რომ შენს კლუბს აქვს რაღაც განსაკუთრებული. სწორედ ასეთი შეგრძნება მაქვს ახლა. ჩვენ გვინდა გავიდეთ მოედანზე “ბარსელონას” წინააღმდეგ და ეს დავამტკიცოთ. კატალონიურ კლუბს მდიდარი ისტორია აქვს და შესანიშნავი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მაგრამ მათთან დაპირისპირების წინ ამაზე არ უნდა ვიფიქროდ. თუკი ისე განვეწყობით როგორც საჭიროა, წარმატებას მივაღწევთ” – აღნიშნა “რომასთან” მატჩის შემდეგ გამართულ
... მეტის წაკითხვა
იტალიური “რომას” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედთან” განცდილი მარცხის შემდეგ დანიელე დე როსის მიერ გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანის გამო გულისტკივილი გამოთქვა, მაგრამ იქვე აღიარა, რომ ინგლისური კლუბი ტურნირის მოგების უმთავრესი პრეტენდენტია. “ჩვენ ყველაფერი გავიღეთ და ამით შეგვიძლია ვიმაყოთ. კარგად ვიცოდით, რომ თუნდაც მცირე შანსის მისაღებად უნდა გაგვერისკა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო მომენტების გამოყენება, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. თუმცა რეალისტები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ ორი მატჩის ჯამში “მანჩესტერ იუნაიტედმა” გვაჯობა და დამსახურებულად გავიდა 1/2-ფინალში. ამ გუნდს ყველაფერი აქვს, რათა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოიგოს. კარგად დაკომპლექტებული შემადგენლობა, ბრწყინვალე შემსრულებლები. სახეზეა უდიდესი პოტენციალი, როგორც საერთოდ გუნდის, ასევე თითოეული ფეხბურთელის” – აღნიშნა ნამატჩევს სპალეტიმ.
იტალიური “რომას” ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ “მანჩესტერ იუნაიტედთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში გაცუდებული თერთმეტმეტრიანისთვის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. როგორც channel4-ი იტყობინება, ფეხბურთელმა აღიარა, რომ “ოლდ ტრაფორდზე” გამართული შეხვედრა მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გამოდგა. “ფინალური სასტვენის შემდეგ ბოდიში მოვუხადე გულშემატკივრებს, რომლებიც გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, ჩემი მისამართით მხარდაჭერას გამოხატავდნენ. მათ თანადგომას ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ასეთი კოშმარული მატჩის შემდეგ. რა თქმა უნდა, დიდ ფეხბურთელებსაც ვერ გაუტანიათ თერთმეტმეტრიანი მნიშვნელოვან მომენტებში, თუნდაც რობერტო ბაჯოს მიერ 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაცუდებული პენალტი შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგრამ ეს თავის დასამშვიდებლად სუსტი არგუმენტია. ეს მატჩი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ცუდი გამოდგა. მიუხედავად ამისა, გუნდმა ჩემპიო
... მეტის წაკითხვა
დღეს ჩატარდება კიდევ ორი საპასუხო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრა. უკვე უმრავლესობისთვის ფავორიტები დადგენილია და დღეს ყველა სტუმრად მყოფ გუნდს აქვს მიზერული შანსი ნახევარფინალში გასვლის. შეგახსენებთ, რომ გუშინ 1/2 ფინალის საგზურები მოიპოვა “ჩელსიმ” და “ლივერპულმა” დღეს კი კლუბების თავკაცებმა სავარაუდო შემადგენლობები გაგვაცნეს.