შაბათი, 2025-02-01, 9:41 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » აპრილი » 07

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი საკუთარი გუნდის მცველის რიო ფერდინანდის ფიზიკური მდგომარეობით შეშფოთებულია.
როგორც BBC იტყობინება, ფერდინანდმა ფეხის ტრავმა ინგლისის პრემიერლიგის გასულ ტურში, “მიდლსბროსთან” 2:2 დასრულებულ შეხვედრაში მიიღო და 69-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.
“იმედი მაქვს, სერიოზული არაფერი აღმოჩნდება. ძალიან მაშფოთებს ის ფაქტი, რომ მან კოჭლობა არ მიატოვა” - ამბობს ფერგიუსონი.
ფერდინანდს უახლოეს 24 საათში სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და მას შემდეგ გაირკვევა, თუ რა პერიოდით გამოაკლდება იგი საკუთარ გუნდს.
“მანჩესტერ იუნაიტედის” კიდევ ერთი მცველი ნემანია ვიდიჩი ტრავმირებულია და მინდორზე მინიმუმ 2-3 კვირას ვერ გავა.  
| Added by: madridunited | Comments (0)

იტალიური “რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი თავის გუნდს “მანჩესტერ იუნაიტედთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩშიც ვერ დაეხმარება.
ამის შესახებ რომაული კლუბის პრეს-სამსახური იტყობინება.
ტოტიმ ტრავმის გამო ინგლისის ჩემპიონთან გასულ კვირაში გამართული პირველი მატჩიც გამოტოვა, რომელიც იტალიელებმა 0:2 დათმეს. “რომას” მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი იმედოვნებს, რომ გუნდის ლიდერი მოედანზე დაბრუნებას კვირის ბოლოს იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში “უდინეზესთან” შეხვედრაში შეძლებს.
“რომა” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩს “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ 9 აპრილს, “ოლდ ტრაფორდზე” გამართავს.
| Added by: madridunited | Comments (0)

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა “მიდლსბოროსთან” ფრით დამთავრებული მატჩის შემდეგ არ დაიწყო თავისმართლება და აღიარა, რომ შედეგი სამართლიანი იყო.
“მართალია ჩვენ დიდი დრო დავკარგეთ თამაშის იმ სტილის მოძებნისთვის, რომელიც დაგვეხმარებოდა მეტოქის დამარცხებაში, - ამბობს შოტლანდიელი. - მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ გვქონდა რამდენიმე კარგი გასატანი მომენტი, რომელთა რეალიზება ვერ მოვახდინეთ”.”მაინც, ვფიქრობ, რომ ფრე – სამართლიანი ანგარიშია ამ შეხვედრისთვის”.

“ჩვენ შევძელით ხასიათის ჩვენება, და ორი გოლის გაშვების შემდეგ, მაინც გამოვგლიჯეთ ხელიდან “მიდლსბოროს” ფრე”.

ამჟამად “ჩელსი” მხოლოდ რაღაც უსუსური სამი ქულით ჩამორჩება ლიგის ლიდერს. “ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება ყველაზე სტაბილურად მოთამაშე გუნდი. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ყველაფერი ისე, როგორც გამოგვდიოდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში”.

| Added by: madridunited | Comments (0)

შესვლა საიტზე
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz