ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდის ცენტრალურ მცველ რიო ფერდინადს, იტალიელი პაოლო მალდინის მიღწევის განმეორება და 40 წლამდე თამაში შეუძლია. ამსი შესახებ, საფეხბურთო ინტერნეტ-გამოცემა Goal.com-ი იუწყება. “ცხადია, მალდინი გამონაკლისია, მაგრამ ფერდინანდი წინააღმდეგი არ არის, იტალიელის წარმატება გაიმეოროს. თუ მის სისწრაფესა და ზედმეტი წონის არქონას გავითვალისწინებთ, ვერ ვხედავ პრობლემას, რის გამოც მან, 40 წლამდე ვერ უნდა ითამაშოს. “არსენალის” წინააღმდეგ ხერარდ პიკესთან წყვილში, ფერდინანდმა ფანტასტიურად ითამაშა. მათ ჩვენს კართან შექმნილი ყველა ხიფათი გაანეიტრალეს”, – განაცხადა ფერგიუსონმა. ცოტა ხნის წინ, ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 5 წლით გააგრძელა და “ოლდ ტრაფორდზე”, მინიმუმ, ხუთი წელი დარჩება.
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ოუენ ჰარგრივსი, იტალიელ სპეციალისტ ფაბიო კაპელოს, ნამდვილ ლიდერად თვლის. ამის შესახებ, საფეხბურთო ინტერნეტ-გამოცემა Goal.com-ი იუწყება. “ფაბიო კაპელო ნამდვილი ლიდერია. უბრალოდ, შეხედეთ ამ ადამიანს და მიხვდებით _ აქ იმისთვის ჩამოვიდა, რომ საუკეთესოები გავხდეთ. ამის, ჩვენ ყველას გვჯერა. დღემდღე მიკვირს, ევროპის ჩემპიონატზე როგორ ვერ მოვხვდით. ვფიქრობ, გული კიდევ უფრო დამწყდება, როდესაც აღნიშნული ტურნირის რამდენიმე თამაშს ვნახავ”, – თქვა ჰარგრივსმა. ფაბიო კაპელო, ინგლისის ეროვნულ გუნდს სათავეში მას შემდეგ ჩაუდგა, რაც ბრიტანელებმა, სტივ მაკლარენის ხელმღძვანელობით, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვეს.
ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ალექს ფერგიუსონის გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს და სამუშაო ადგილის შეცვლაზე არ ფიქრობს. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი იტყობინება. “ეს გუნდი მიყვარს და ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებ. ყოველი მატჩის დროს სტადიონი სავსეა და ტრიბუნებზე ფანტასტიკური ატმოსფერო სუფევს. “მანჩესტერ იუნაიტედს” შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს. ისინი ჩემზე მღერიან და მათი სახეების დანახვისას ვგრძნობ, რომ ჩემი თამაში მოსწონთ. ვამაყობ იმით, რომ მანჩესტერში ისეთ დიდ ფეხბურთელს მადარებენ, როგორიც ჯორჯ ბესტი იყო, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, მეტი მონდომებით ვიმუშაო” – აცხადებს პორტუგალიელი ფეხბურთელი.
ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ უეინ რუნის განცხადებით, პრემიერლიგის ნაადრევად მოსაგებად გუნდი მზად არის. ამის შესახებ, ბრიტანული სპორტული ინტერნეტ-გამოცემა Sky Sports-ი იუწყება. თუ მანჩესტერელები, მომდევნო ორ ტურში ,“ბლექბერნსა” და უშუალო კონკურენტ “ჩელსის” დაამარცხებენ, მაშინ, ინგლისის ჩემპიონები დროზე ადრე გახდებიან. “თუ ჩვენ “ბლექბერნის” დამარცხების ერთი შანსი მაინც გვაქვს, მას აუცილებლად გამოვიყენებთ. თუმცა, “ჩელსისთან” გამარჯვება ნამდვილად უდიდესი მოვლენა იქნება, როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე, გუნდის თითოეული წევრისთვის. კარგად ვიცით, რომ მომდევნო ორ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმის მოგროვების შემთხვევაში, ჩემპიონები გავხდებით. გუნდში ამისთვის ყველა მზადაა”, – განაცხადა რუნიმ. “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბლექბერნს” დღეს ხვდება, ხოლო “ჩელსისთან” 26 აპრილს ითამაშებს.
მართალია, “მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ გილმა განაცხადა, რომ კლუბი კრიშტიანუ რონალდუს მომავლით შეშფოთებული არაა და შარშან გაფორმებული ახალი კონტრაქტის წელსვე გახანგრძლივებას არ აპირებსო, მაგრამ ინგლისური მედია სხვას წერს. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “მანჩესტერი” მზადაა, გუნდის ძირითადი ფეხბურთელების ხელფასები გაზარდოს. ამასთან კრიშტიანუ რონალდუს ყოველკვირეული ანაზღაურება ახალი კონტრაქტით 150 ათასი ფუნტი ინქება.