შაბათი, 2025-02-01, 11:30 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » აპრილი » 10 » ფერგიუსონი “ბარსელონასთან” დაპირისპირებას მოუთმენლად ელის
ფერგიუსონი “ბარსელონასთან” დაპირისპირებას მოუთმენლად ელის
3:52 AM

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში იტალიური “რომას” 1:0 ძლევის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს აქვს რაღაც განსაკუთრებული, რაც “ბარსელონასთან” 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში უნდა გამოავლინოს.
“ნახევარფინალში გასვლით კმაყოფილები ვართ. ხოლო ის, რომ მომდევნო ეტაპზე ჩვენი მოწინააღმდეგე “ბარსელონა” იქნება, ამ ფაქტს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. კატალონიელებთან შეხვედრას მოუთმენლად ველით. არის მომენტები, როცა ხვდები, რომ შენს კლუბს აქვს რაღაც განსაკუთრებული. სწორედ ასეთი შეგრძნება მაქვს ახლა. ჩვენ გვინდა გავიდეთ მოედანზე “ბარსელონას” წინააღმდეგ და ეს დავამტკიცოთ. კატალონიურ კლუბს მდიდარი ისტორია აქვს და შესანიშნავი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მაგრამ მათთან დაპირისპირების წინ ამაზე არ უნდა ვიფიქროდ. თუკი ისე განვეწყობით როგორც საჭიროა, წარმატებას მივაღწევთ” – აღნიშნა “რომასთან” მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფერგიუსონმა.
მანჩესტერელთა თავკაცი იმედოვნებს, რომ “ბარსელონასთან” მატჩებამდე, რომლებიც 22 და 29 აპრილს გაიმართება, გამოჯანმრთელებას მოასწრებენ ნემანია ვიდიჩი, ნანი და ლუი საა. “თუკი ნახევარფინალურ მატჩებს სრული შემადგენლობით შევხვდებით, ჩვენი წარმატების შანსი საკმაოდ მაღალი იქნება” – მიიჩნევს შოტლანდიელი სპეციალისტი, რომელმაც “რომასთან” საპასუხო მატჩში დასვენების საშუალება მისცა გუნდის სამ წამყვან ფეხბურთელს – კრიშტიანუ რონალდუს, პოლ სქოულზს და უეინ რუნის. რონალდუმ და სქოულზმა 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარეს, ხოლო რუნი თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო. “ჩვენ შეგვიძლია ყველა ფეხბურთელს ვენდოთ. ნებისმიერ ჩვენს მოთამაშეს შეუძლია ღირსეულად ჩაატაროს თუნდაც უმაღლესი დონის მატჩი” – აცხადებს ფერგიუსონი, რომელმაც გუშინდელი შეხვედრის შემდეგ კარლოს ტევესის, პარკ ჩუ სუნის და ოუენ ჰარგრივზის გარჯა გამოჰყო.
“რომას” კარში ერთადერთი გოლი ჰარგრივზის გადაცემის შემდეგ სწორედ ტევესმა გაიტანა, ხოლო პარკი მანჩესტერელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი აქტიური იყო.
Views: 656 | Added by: madridunited | Rating: 0.0/0 |
Total comments: 1
1 runi  
0
barsas ro daviprent eg xo iasnia

Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz