ოთხსაბათი, 2025-01-22, 2:42 AM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » აპრილი » 01

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი, ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ კრიშტიანუ რონალდუს, დღესდღებით, პლანეტის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს.
ამის შესახებ, საფეხბურთო ინტერნეტ-გამოცემა Goal.com იუწყება.
“რონალდუ “ოქროს ბურთისა” და “ოქროს ბუცის” მოპოვების ნომერ პირველი კანდიდატია. ის საუცხოო ფეხბურთს აჩვენებს და ამასთანავე, ძალიან სტაბილურია. მისი ასეთი თამაში მარტივად აიხსნება: ამჟამად, პორტუგალიელი მსოფლიოში საუკეთესოა. ჩემი აზრით, იგი უფრო უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ, რომელთაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს. კრიშტიანუ 22 წლისაა და პროგრესირება კიდევ შეუძლია. ამიტომ, ძნელი სავარაუდოა, თუ კიდევ რამდენი სარგებლობის მოტანა შეუძლია მანჩესტერელებისთვის”, – განაცხადა კრუიფმა.
მიმდინარე სეზონში, რონალდუს, სხვადასხვა ტურნირებში 35 გოლი აქვს გატანილი, რაც შემტევი ტიპის ნახევარმცველისთვის, მართლაც დიდი მიღწევაა.&nbs ... მეტის წაკითხვა
| Added by: madridunited | Comments (1)

ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდა ფიქრობს რომ ფიქრობს რომ მანჩესტერის პორტუგალიელი ფეხბურთელი კრისტიანო რონალდუ ამ დროისთვის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელია.

"რონალდუ სეზონი საუკეთესო ბომბარდირია მას 35 გოლი აქვს გატანილი.ნახევარმცველისთვის ამდენ გატანილი გოლი მარტლაც საუკეტესო შედეგია და ბევრ ტავდასხმელასაც არ აქვს ასეთი შედეგი.ამას დამატებული ის რომ სეზონი ჯერ არ დამტავრებულა.

ტუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ რონალდუ გირსეული კანდიდატია საუკეთესო ფეხბურთელობის.იგი გირსია მიიგოს ოქოს ბურთი და ოქროს ბუცი-განაცხადა იოჰან კრუიფმა.

"ვფიქრობ რომ რონალდუ მანჩესტერის ორ საუკეთესო ფეხბურთელსაც ჯობია როგორებიც იყვნენ ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ.რონალდუ 22 წლისაა და მანჩესტერის ლიდერია მას შეუძლია გახდეს მანჩესტერის ლეგენდ-განაცხადა ჰოლანდიელმა
| Added by: madridunited | Comments (0)

იტალიური “რომას” თავდამსხმელ ფრანჩესკო ტოტის დიდი იმედი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით შეხვედრაში, რომელიც 9 აპრილს “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება, მოედანზე გამოსვლის საშუალება ექნება.
როგორც Sky Sports-ი იუწყება, ტოტი ჩემპიონთა ლიგის ხვალინდელ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს.
“არასოდეს მიყვარდა ისეთი შეხვედრების გამოტოვება, როგორიც ხვალ გაიმართება, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. დარწმუნებული ვარ, ჩემი მეგობრები “მანჩესტერის” დამარცხებას მოახერხებენ, თუმცა, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ბედი 180 წუთის შემდეგ გაირკვევა. ვფიქრობ, “ოლდ ტრაფორდზე” თამაშს მოვახერხებ. ამის იმედს მწვრთნელები და ექიმები მაძლევენ. რამდენიმე დღე დავისვენებ და იმედი მაქვს, ტკივილი მთლიანად გამიქრება” - ამბობს ტოტი.
| Added by: madridunited | Comments (0)

იტალიური “რომას” მცველი ფილიპ მექსესი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი გასულ სეზონთან შედარებით უფრო ძლიერია და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, “მანჩესტერის” წინააღმდეგ ბევრად უფრო კარგად ითამაშებს, ვიდრე გასულ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში.
ამის შესახებ მექსესმა Sky Sports-ს განუცხადა.
“გასულ წელთან შედარებით, ნათელია, რომ ჩვენი გუნდი ბევრად უფრო ძლიერია. ეს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ნათლად გამოჩნდა. იქ ჩვენ მეტოქესთან “ოლდ ტრაფორდზე” 0:1 დავმარცხდით, “სტადიო ოლიმპიკოზე” კი 1:1 ვეთამაშეთ. ვფიქრობ, მეტოქემ იცის, რომ გასული წლის მსგავსად 7:1-ს ვეღარ მოგვიგებენ. მანჩესტერში თამაში იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ დამთავრდება პირველი შეხვედრა რომში. გასულ წელს, ჩვენ რომში გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ერთი საპასუხო გოლი რომ არ გაგვეშვა, მანჩესტერში სიტუაცია სხვაგვარად წარიმართებოდა. “მანჩესტერ იუნაიტედი” დიდი გუნდია, მაგრამ მისი თამაში გასული წლის შემდეგ ოდნავადაც არ შეცვლილა” - გ ... მეტის წაკითხვა
| Added by: madridunited | Comments (0)

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი, “რომასთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ აცხადებს, რომ მის გუნდს, სასურველი შედეგის მისაღწევად, შესაძლებლობების მაქსიმუმის გაღება მოუწევს.
ამის შესახებ, Daily Telegraph-ი იტყობინება.
“შემიძლია ვთქვა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” ჩემი მუშაობის პერიოდში, გუნდის დღევანდელი შემადგენლობა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. ჩემს შეგირდებს დიდი პოტენციალი და საკმაო გამოცდილება აქვთ. რაც შეეხება “რომასთან” დაპირისპირებას, მინდა ვაღიარო, რომ ამ მატჩისთვის, ტაქტიკის შერჩევაზე ბევრი ფიქრი გვიწევს. რომაელები დინამიურ ფეხბურთს თამაშობენ და გუნდი შესანიშნავად მოქმედებს კონტრშეტევებზე. ამჟამად, “რომა” გაცილებით ძლიერია, ვიდრე ერთი წლის წინ”, – აცხადებს ფერგიუსონი, რომლის გუნდმა, გასულ წელს, ტურნირის ამავე ეტაპზე რომში 1:2 მარცხის შემდეგ, მოწინააღმდეგეს “ოლდ ტრაფორზე” გამანადგურებელი ანგარიშით, 7:1 სძლია.
ჩემპი ... მეტის წაკითხვა
| Added by: madridunited | Comments (0)

შესვლა საიტზე
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz