მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა მატჩის წინ განაცხადა რომ იგი არ აპირებს სასტარტო შედადგენლობაში დიდი ცვლილებების შეტანას.
მან ასევე განაცხადა რომ მიუხედავად იმისა რომ გაიმარჯვა პირველ მატჩში აპირებს შემტევ თამაშს.მიუხედავად იმისა რომ რომა თავის სტადიონზე დამარცხდა, მაინც აქვს გამარჯვების შანსი.
ძნელია რონალდო დატოვო თამაშგარეში თუ გავითვალისწინებთ მის ფორმას, რომელშიც იგი იმყოფება. მე ვგეგმავ ორიოდე ცვლილებას, რომელიც გაამართლებს და მოგვიტანს ჩვენ სასურველ შედეგს, განაცხადა ფერგიუსონმა
იტალიური “რომას” მეკარე ალექსანდრ დონი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედთან” ხისტი თამაშის მომხრეა. ამის შესახებ დონიმ Sky Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. “იმედი მაქვს, პირველი შეხვედრის ანგარიში მეტოქეს მოადუნებს და ამის ხარჯზე, ჩვენ საერთო ანგარიშის გათანაბრების შანსი გვექნება. კომბინაციური ფეხბურთი არ უნდა ვითამაშოთ, პირიქით, შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად ხისტი თამაში გვესაჭიროება. თუ “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ თავს უკვე ნახევარფინალში ხედავს, მაშინ მოგების შანსი ჩვენც გვაქვს” - ამბობს დონი.
იტალიური “რომას” მცველი მარკო კასეტი აცხადებს, რომ მისი გუნდი ინგლისში, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარფინალში გასვლის საყურებლად არ ჩასულა. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში, რომელიც რომში გაიმართა, “მანჩესტერ იუნაიტედმა” 2:0 იმარჯვა, განმეორებითი მატჩი კი მანჩესტერში დღეს შედგება. “მანჩესტერში იმის გამო არ ჩამოვსულვართ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარფინალში გასვლის ზეიმს ვუყუროთ. კარგად გვესმის, რომ ჩვენს წინააღმდეგ ძალიან ძლიერი გუნდი ითამაშებს, თუმცა, ინგლისელთა დასამარცხებლად და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ. გუნდი ბოლომდე იბრძოლებს. შევეცდებით, რომ ხარისხობრივად კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ და საჭირო შედეგს მივაღწიოთ. დაველოდოთ საფინალო სასტვენს და ვნახავთ, თუ რა შედეგამდე მიგვიყვანს ჩვენი მცდელობა” - ამბობს კასეტი.
იტალიური “რომას” მცველი კრისტიან პანუჩი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში მისი გუნდის მიერ მანჩესტერში “იუნაიტედის” დამარცხებას ღირსების საქმედ მიიჩნევს. პანუჩიმ Sky Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ გასულ წელს “ოლდ ტრაფორდზე” 1:7 მარცხის შემდეგ, “რომას” მანჩესტერში არანაირი ფსიქოლოგიური ტვირთი არ ექნება. “მას შემდეგ, რაც გასულ წელს “მანჩესტერთან” 1:7 დავმარცხდით, ცუდი შედეგის ჩვენების შიში აღარ გვაქვს. პასუხისმგებლობის გრძნობა და ფსიქოლოგიური ტვირთი აღარ გვაწუხებს. პირველივე წუთებიდან ბრძოლის გასამართად მზად ვართ. ერთადერთი დიდი პრობლემა ეს ტოტის არყოფნაა, რომლის გარეშეც “რომას” შეტევა არც ისე სახიფათოდ გამოიყურება” - აღნიშნა პანუჩიმ.
ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებითი მატჩის წინ მიიჩნევს, რომ გასვლით შეხვედრაში ორბურთიანი უპირატესობის მოპოვების მიუხედავად, იტალიურ “რომას” “ოლდ ტრაფორდზე” ჩამორჩენის აღმოფხვრის შესაძლებლობა გააჩნია. ამის შესახებ ფერგიუსონმა Sky Sports-ს განუცხადა. “იმის მიუხედავად, რომ იტალიელებმა საკუთარ მოედანზე 2 უპასუხო გოლი გაუშვეს, “რომას” მანჩესტერში ამ ჩამორჩენის აღმოფხვრის შესაძლებლობა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გააჩნია. ამიტომ, ჩვენ გოლის გატანაზე უნდა ვიფიქროთ. კრიშტიანუ რონალდუს ძირითად შემადგენლობაში არდაყენება ძალიან ძნელია, რადგანაც ის ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. შემადგენლობაში რამდენიმე ჭკვინაურ გადაადგილებას ვგეგმავ და იმედი მაქვს, რომ ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწევთ” - განაცხადა ფერგიუსონმა.