სამშაბათი, 2025-07-08, 8:40 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » აპრილი » 10 » ანრი – “მანჩესტერი” ვერაფრით ვერ გაგვაკვირვებს
ანრი – “მანჩესტერი” ვერაფრით ვერ გაგვაკვირვებს
5:01 AM

                                 

“ბარსელონას” ფორვარდმა, ტიერი ანრიმ, “შალკესთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მომავალი მეტოქე, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსას” ვერაფრით ვერ გააკვირვებს. 

“1/2 ფინალური მატჩები ჩვენი გუნდისთვის ურთულესი იქნება, რადგან “მანჩესტერი” შესანიშნავ თამაშს აჩვენებს. მანჩესტერელები შესნიშნავ ფორმაში იმყოფებიან. ხალხი დაიწყებს ლაპარაკს, რომ ინგლისელები ფავორიტები არიან ჩვენ წყვილში, მაგრამ დარწმუნებით ვერავინ იტყვი, როგორ ითამაშებს “მანჩესტერი” ჩვენთან. ისინი ინგლისის ჩემპიონატში პირველ არგილზე იმყოფებიან და კრისტიანო რონალდო შესანიშნავ სეზონს ატარებს, მაგრამ ჩვენ კარგად  ვიცით ჩვენი მეტოქე და ისინი ვერაფრით ვერ შესძლებენ ჩვენს გაკვირვებას. ჩვენი უპირატესობა იქნება ის, რომ ამ მატჩისთვის დაგვიბრუნდებიან დეკო და მესი” – განაცხადა ანრიმ.

ანრიმ კომენტარი გააკეთა ასევე მისი და რაიკაარდის მისამართით ტრიბუნებიდან სტვენაზე: “თუ თქვენვინმეს კითხავთ, “არსენალის” შემადგენლობაში ამდენი მიმუშავია თუ არა, რამდენიც “შალკესთან” შეხვედრაში, ყველა გიპასუხებთ, რომ “არსენალში” მე არასოდეს ამდენი არ მირბენია. რაც შეეხება რაიკაარდის მიმართ სტვენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოიანის და ჯოვანის ცვლილების დროს, გასაგებია, რომ გულშეამტკივრას უყვარს, როდესაც ბოიანს ხედავენ კლუბის მაისურით მოედანზე, მაგრამ ისიც უნდა გავიგოთ, რომ იგი ჯერ კიდევ ბავშვია და ამდენი შეხვედრის სრულად ჩატარება არ შეუძლია.

Views: 702 | Added by: madridunited | Rating: 0.0/0 |
Total comments: 2
2 dani  
0
oh oh amas shexede erti biggrin

1 gio_mu  
0
barca amjamad namdvilad krizisshia da vinc mat bolo ramodenime tamashs ukura albad darwmunebulia imashi rom barcas golis gatana dzalian uchirs... dacvac araa mwyobrshi rac manchesterelebistvis xelsakrelia da finalsi vart ra smile liverpool vs manchester united..

Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
კვ ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz