
“შალკესთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მოპოვებული მეორე გამარჯვების შემდეგ “ბარსელონას” კამერუნელმა თავდამსხმელმა, სამეუელ ეტო’ომ განაცხადა, რომ მისი გუნდი “მანჩესტერთან” დაპირისპირებაში არ შეიძლება აუტსაიდერად მივიჩნიოთ.
“რატომ არ შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ ფინალში გასვლაზე? – ჩვენ ხომ “ბარსელონა” ვართ, კლუბი, რომელსაც “მანჩესტერის” მსგავსად დიდი ისტორია აქვს და ისეთივე მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს, როგორც მეტოქეს. ჩვენ არ შეიძლება ჩვენი თავი აუტსაიდერაბად ჩავთვალოთ. ამ მატჩებში ჩვენ ასევე დაგვეხმარებიან დეკო და მესი. ყველა შემთხვევაში, ეს იქნება ლამაზი ფეხბურთი. რაც შეეხება შედეგს, ამას თამაშები გვიჩვენებს” – აცხადებს კატალონიელთა მეცხრე ნომერი.
|