ორშაბათი, 2025-07-07, 9:39 AM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » აპრილი » 16

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა ნემანია ვიდიჩმა მუხლის ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.
როგორც ინტერნეტ-გამოცემა Tribalfooball-ი იტყობინება, სერბი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას შაბათს, პრემიერლიგის მომავალ ტურში, “ბლექბერთან” შეხვედრაში შეძლებს.
ვიდიჩმა ტრავმა იტალიურ “რომასთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მიიღო.
| Added by: madridunited | Comments (1)

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იტალიელმა ფაბიო კაპელომ აღიარა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, აშშ-ს ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრაში კაპიტნად ვის დანიშნავს.
ამის შესახებ, ბრიტანული BBC იუწყება.
“არ ვიცი, მომავალ მატჩში კაპიტანი ვინ იქნება. ვთვლი, რომ რუნის მოედანზე ერთხელ გუნდის გამოყვანა შეუძლია. ის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია ახალგაზრდებს შორის. ერთადერთი მისი ნაკლი ის არის, რომ ბევრ საგოლე მომენტს ვერ იყენებს. თუმცა, იგი ლიდერია და საუცხოო მისაბაძი მაგალითია. მიუხედავად ამისა, უნდა მომწიფდეს და გამოცდილება შეიძინოს” - განაცხადა კაპელომ. 
| Added by: madridunited | Comments (1)

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ ამჟამად, პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს “სამეფო კლუბში” გადასვლა შეუძლებელია.
ამსი შესახებ, ესპანური სპორტული გამოცემა Marca იუწყება.
“დღესდღეობით, რონალდუს ჩვენთან გადმოსვლა არარეალურია. ვის არ უნდა ამ ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა? თუმცა, რეალისტები უნდა ვიყოთ, ვინაიდან მისი გადმობირება ძალიან რთულია” - განაცხადა “რეალის” სპორტულმა დირექტორმა პრედრაგ მიატოვიჩმა.
როგორც ადრე, სხვადასხვა ქვეყნის სპორტული მასმედია იუწყებოდა, “რეალი” მზად იყო, რონალდუს სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაეხადა. 
| Added by: madridunited | Comments (1)

ინგლისის ნაციონალური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ ის რუნის გუნდის მომავალი კაპიტნის ამპულაში ხედავს, წერს BBC.
“უეინ რუნი ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მისი მომავლის მჯერა. მას გუნდის კაპიტნობა შეუძლია. ის ნამდვილი ლიდერია და კარგი მაგალითი სხვა ფეხბურთელებისთვის მოედანზე. ჩვენ კიდევ ცოტა ხანი უნდა ვადროვოთ, რომ თავისი შესაძლებლობების პიკს მიაღწიოს და გამოცდილება შეიძინოს. მე ჯერ არ ვიცი, ვინ იქნება ნაკრების კაპიტანი მომავალ შეხვედრაში, მაგრამ ვფიქრობ, რუნი როდესღაც კაპიტნის ხელსაბამს გაიკეთებს. ის ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელია. თუმცა, მან უნდა გააუმჯობესოს თავისი რეალიზაცია. ჯერ ის ბევრ მომენტს უშვებს ხელიდან”, – თქვა ინტერვიუში კაპელომ.
| Added by: madridunited | Comments (1)

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფანტასტიურმა ნახევარმცველმა კიდევ ერთხელ დაამშვიდა კლუბის გულშემატკივრები, მან კატეგორიულად განაცხადა, რომ არ აპირებს “წითელი ეშმაკუნების” დატოვებას.
ამ გზით პორტუგალიელმა ხაზი გაუსვა ყველა ჭორს იმის შესახებ, რომ თითქოსდა მადრიდის “რეალში” გადადის უდიდესი თანხის საფასუროდ.
“ვერ ვგებულობ, საიდან მოდის ჭორები, რა აზრი აქვს ჩემს მომავალზე სპეკულიანტობას, თუ მე ბედნიერად ბგრძნობ თავს მანჩესტერში, – ამბობს კრიშტიანუ რონალდუ. – მე ათასჯერ მითქვამს, ეხლა კი ბოლოჯერ ვიმეორებ – არსად არ მივდივარ!”
“ამჟამად ჩემს კარიერაში საუკეთესო ფორმაში ვარ, მიმდინარე სეზონი ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში ყველაზე წარმატებულია. ამის გამო ზოგჯერ ვბრაზდები, როდესაც მესმის საუბარი ჩემს გადასვლის თაობაზე, რა საჭიროა რაიმეს შეცვლა?” – ახსნა საკუთარი პოზიცია 23 წლის ფეხბურთელმა.
| Added by: madridunited | Comments (4)

შესვლა საიტზე
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
კვ ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz