ინგლისის “მანჩეტსერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი თვლის, რომ კრიშტიანუ რონალდუმ, მის მიმართ გამოთქმულ კომპლიმენტებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს, რადგან სამუშაო კიდევ ბევრი აქვს. ამის შესახებ, ბრიტანული მასმედია იუწყება. “მახსოვს, როგორი მოვიდა ის “მანჩესტერ იუნაიტედში” – ძალინ ნიჭიერი და გამარჯვებულის ფსიქოლოგიის მქონე. თუმცა, ძალიან პატივმოყვარე იყო. როანლდუ, ხშირ შემთხვევაში, ინდივიდუალური ქმედებებით ზედმეტად ერთობოდა. ამჟამად იგი, უფრო გუნდური მოთამაშეა. მიმდინარე სეზონს რონალდუ ფანტასტიურად ატარებს და ქებასაც იმსახურებს. მიუხედავად ამის, მიღწეულზე არ უნდა შეჩერდეს, რადგან მეტის გაკეთება შეუძლია. ამისთვის კი, მან საკუთარ თავზე მუშაობა უნდა გააგრძელოს, რათა დიადი ფეხბურთელი გახდეს”, – განაცხადა ფერგიუოსონმა.
ინგლისის პრემიერლიგის კლუბ “სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელი როი კინი არ ნანობს, რომ თავის დროზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” სკანდალურად დატოვა. ამის შესახებ, ბრიტანული მასმედია იუწყება. “მე არაფერს ვნანობ. ის პარასკევი საუცხოოდ მახსოვს. მაშინ, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა გადავწყვიტე და ვერაფერი შემაჩერებდა. ამის შემდეგ, საფეხბურთო კარიერა, ფაქტობრივად დავასრულე. თუმცა, ჩემს წინ სხვა პერსპექტივები გადაიშალა – მწვრთნელი გავხდი და ამჟამად, პრემიერლიგის კლუბში ვმუშაობ. ასე რომ, საბოლოოდ, ყველაფერი წარმატებით წარიმართა”, – განაცხადა კინმა. ირლანდიელი ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედში” 1993-2005 წლებში გამოდიოდა და 323 მატჩში 33 გოლი გაიტანა. 1991-2005 წლებში კინმა ირლანდიის ეროვნული გუნდის ღირსება 66-ჯერ დაიცვა და მეტოქის კარი 9-ჯერ აიღო.
თუ პრემიერლიგის 33-ე ტურში “მიდლსბროსთან” სტუმრად ჩასატარებელ შეხვედრაში, “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში რაინ გიგზი ითამაშებს, მისთვის ეს, მანჩესტერელთა რიგებში 750-ე მატჩი იქნება. ამის შესახებ, საფეხბურთო ინტერნეტ-გამოცემა Goal.com-ი იუწყება. თუმცა, თავად უელსელი ფეხბურთელი პირად რეკორდებს იმდენად დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, რამდენადაც გუნდის წარმატებას, რასაც მისი სიტყვებიც მოწმობს: “გასული სეზონის მიწურულს, საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. მაშინ, ემოციურად და ფიზიკურად, ფრიად დატვირთული პერიოდი გვქონდა. ამჟამად, ჯილდოებისთვის ბრძოლა იწყება. ჩემი პირადი რეკორდები მთავარი არ არის, ვინაიდან, ტიტულები გვჭირდება”, - განაცხადა გიგზმა. “მანჩესტერ იუნაიტედში” ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით, რეკორდსმენი ბობი ჩარლტონია, რომელმაც სხვადასხვა ტურნირებში, გუნდის ღირსება 759-ჯერ დაიცვა. თუ მანჩესტერელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, მაშინ, მიმდინარე სეზონში,
... მეტის წაკითხვა
იტალიური “რომას” კარში გატანილი გოლი მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუსთვის 36–ეა ყველა ტურნირზე, რაც ფანტასკიკური შედეგია. პოტრუგალიელმა ნახევარმცველმა “ოლიმპიკოზე” თავისი გუნდის გამარჯვება მნიშვნელოვანწილად განაპირობა. მატჩის შემდეგ, რონალდუმ განაცხადა, რომ “მანჩესტერს” ჩემპიონთა ლიგის მოგების ძალა შესწევს.
– მძიმე მატჩი იყო. ყველამ კარგად იცის, რომ “რომა” ძლიერი გუნდია და მეტოქემ მართლაც კარგად ითამაშა. საბედნიეროდ, მომენტების მაქსიმალურად კარგად გამოყენება მოვახერხეთ და გავიმარჯვებთ. პირადად ჩემ გოლს რაც შეეხება, მართლაც კარგი თავური დარტყმა გამომივიდა და მიხარია, რომ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე. განმეორებითი მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” გველის და საქმე საბოლოო გამარჯვებამდე უნდა მივიყვანოთ. არნახულად კარგ ფორმაში ვართ და დარწმუნებული ვარ, ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. მიმდინარე სეზონი ტრიუმფალურად უნდა დავასრულოთ.
ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანმა გარი ნევილმა ბოლო 13 თვის განმავლობაში ძირითად შემადგენლობასთან ერთად პირველად ივარჯიშა. ამის შესახებ BBC იუწყება. “ნევილმა ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის გრძელი კურსი გაიარა და მის ასაკში უმტკივნეულოდ ფეხბურთში დაბრუნების ძალა ბევრს არ შესწევს. თუმცა, ამ მოთამაშის ენთუზიაზმი და თავდადება იმედს გვაძლევს, რომ იგი გუნდის თამაშში წარმატებით ჩაერთვება. მისი ავტორიტეტი და გამოცდილება ძალიან გვჭირდება. ასე რომ, ნევილს რამდენიმე მატჩში თამაშის საშუალებას მივცემთ” - განაცხადა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა. 33 წლის მცველმა კოჭის ტრავმა ერთი წლის წინ მიიღო და მისი რეციდივები ფეხბურთში დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა. ნევილი “მანჩესტერ იუნაიტედში” 1992 წლიდან გამოდის და 349 მატჩში 15 გოლი გაიტანა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მან 85 შეხვედრა ითამაშა, მაგრამ მეტოქის კარი არ აუღია.
ინგლისის პრემიერლიგის ლიდერი “მანჩესტერ იუნაიტედი” მისივე მცველ რიო ფერდინანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა. ამის შესახებ, მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა Reuters-ს განუცხადა. “უკვე რამდენიმე კვირაა ფერდინანდთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და ვფიქრობ, ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს ვართ, თუმცა, ყველამ კარგად იცის, თუ რა სირთულეებთანაა დაკავშირებული მოლაპარაკებები. მათი წარმართვა ადვილი აღარაა” - აღნიშნა ფერგიუსონმა. 29 წლის ფერდინანდს “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოქმედი კონტრაქტი 2 წლის შემდეგ ეწურება, თუმცა, მხარეებმა მისი გახანგრძლივება აქედანვე გადაწყვიტეს. ფერდინანდი “მანჩესტერში” “ლიდსიდან” 2002 წელს, იმ პერიოდისთვის სარეკორდო 60 მილიონ დოლარად გადავიდა.
ევროპული სპორტული გამოცემების ასოციაციამ (ESM) ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მოასპარეზე ფეხბურთელთა მარტის თვის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ამის შესახებ, რუსული ინტერნეტ-გამოცემა “სპორტ-ექსპრესი” იუწყება. აღნიშნული ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება: ნოიერი (“შალკე”, გერმანია), პანუჩი (“რომა”, იტალია), ფერდინადი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), მექსე (“რომა”, იტალია), კაპდევილა (“ვილიარეალი”, ესპანეთი), კრიშტიანუ რონალდუ (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), სენა (“ვილიარეალი”, ესპანეთი), რიბერი (“ბაიერნი”, გერმანია), რაული (“რეალი”, ესპანეთი), ფერნანდო ტორესი (“ლივერპული”, ინგლისი), გომესი (“შტუტგარტი”, გერმანია). ტრადიციულ ყოველთვიურ გამოკითხვაში შემდეგი ცნობილი სპორტული გამოცემები მონაწილეობენ: “A Bola” (პორტუგალია), “Don Balon” (ესპანეთი) , “Fanatik” (თურქეთი), “Kicker” (გერმანია), La Gazzetta dello Sport” (იტალია), “Tipsbladet” (დანია), “Voetball International” (ჰოლანდია), “World S
... მეტის წაკითხვა