ოთხსაბათი, 2025-01-22, 5:41 AM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » აპრილი » 10 » რაიკაარდი 1/2-ფინალური წყვილის ფავორიტად “მანჩესტერ იუნაიტედს” არ მიიჩნევს
რაიკაარდი 1/2-ფინალური წყვილის ფავორიტად “მანჩესტერ იუნაიტედს” არ მიიჩნევს
7:10 AM

ესპანური “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ რაიკაარდმა “შალკესთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის 1:0 მოგების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი უკვე მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მომავალ დაპირისპირებაზე ფიქრობს.
“ახლა უნდა დავიწყოთ მზადება ორი უდიდესი მატჩის გასამართად გუნდთან, რომელიც ფორმის პიკში იმყოფება და შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს. კმაყოფილი ვარ, რომ ასეთ გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომ ჩვენს წყვილში ფავორიტის დასახელება გამიჭირდება. რაც შეეხება “შალკესთან” განვლილ შეხვედრას, იგი რთული გამოდგა. მოწინააღმდეგეს დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ჩვენ კი დასაწყისში ვნერვიულობდით, თუმცა თამაშის გაუმჯობესება შევძელით და მიზანს მივაღწიეთ. მინდა ჩემს ფეხბურთელებს მივულოცო, მათ ნახევარფინალის საგზურისთვის ღირსეულად იბრძოლეს” – განაცხადა რაიკაარდმა, რომლის გუნდს ტურნირის 1/2-ფინალური ეტაპის მატჩების გამართვა “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ 22 და 29 აპრილს მოუწევს.
Views: 712 | Added by: madridunited | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz