მადრიდის “რეალის” სპორტული დირექტორი პრედრაგ მიატოვიჩი დღეს, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ კრიშტიანუ რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეშს შეხვდება და მისი კლიენტის ესპანეთში გადაბარგებაზე დაყოლიებას შეეცდება. გავრცელებული ინფორმაციით, “რეალი” 23 წლის პორტუგალიელის სანაცვლოდ 125 მლნ. ევროს იხდის, რაც ერთი წლის წინ კრიშტიანუში “მანჩესტერისთვის” შეთავაზებულ თანხაზე 5 მლნ. ევროთი მეტია. აქვე გამცნობთ, რომ გუშინ, რონალდუს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “რომასთან” განმეორებითი მატჩის წინ, უეფამ 100 ათასი შვეიცარიული ფრანკის ჩეკი მისცა. როგორც ცნობილი გახდა, კრიშტიანუს ეს თანხა საქველმოქმედო აქცია “მიიღე ქულა წითელი ჯვრისთვის” მიიღო. კერძოდ, ამ აქციის ორგანიზატორი თავად უეფაა, რონალდუ კი აქციის ელჩია და ეს თანხა ავღანეთში ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების მსხვერპლთა დასახმარებლად იქნება გამოყოფილი.
|