ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ პოლ სკოულზისთვის, გუშინ ესპანეთის “ბარსელონასთან” ჩატარებული შეხვედრა, ჩემპიონთა ლიგაში მე-100 აღმოჩნდა. ამის შესახებ, რუსული სპორტული ინტერნეტ-გამოცემა championat-ი იუწყება. აღსანიშნავია, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა, კარიერაში ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი 1994 წელს, “ოლდ ტრაფორდზე”, “ბარსელონასთან” ითამაშა. 33 წლის სკოულზი მე-9 მოთამაშეა, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 100 და უფრო მეტი შეხვედრა გამართა. სრული სია კი ასე გამოიყურება: რაული (“რეალი”, 116 მატჩი), რობერტო კარლოსი (“ფენერბახჩე”, 114), პაოლო მალდინი (“მილანი”, 109), ოლივერ კანი (“ბაიერნი”, 103), დევიდ ბექჰემი (“ლოს-ანჯელეს გალაქსი”, 103), კლარენს ზეედორფი (“მილანი”, 101), რაინ გიგზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, 101), ლუიშ ფიგუ (“ინტერი”, 100), პოლ სკოულზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, 100).
ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, მე-3 წუთზე, პენალტი ვერ გამოიყენა, სტუმრად მიღწეულ ფრეს, მისი გუნდისთვის დადებით შედეგად მიიჩნევს. ამის შესახებ, უეფა-ს ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი იტყობინება. “მეტად რთული თამაში იყო. მატჩის მსვლელობისას, ბურთს უმეტესად “ბარსელონა” აკონტროლებდა, თუმცა ცუდად არც ჩვენ გვითამაშია. ყველაფრის გათვალისწინებით, 0:0 სტუმრად, ჩვენთვის ურიგო შედეგი არ არის. რაც შეეხება გამოუყენებელ თერთმეტმეტრიანს, ამის გამო ძალიან ვწუხვარ _ იმ მომენტში არ გამიმართლა. Aხლა, მანჩესტერში მომიწევს გატანა”, – აცხადებს პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომლის გუნდიც, “ბარსელონას” 29 აპრილს დაუხვდება “ოლდ ტრაფორდზე”.
ესპანური “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ფრანკ რაიკაარდი, საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ მატჩის ფრედ, 0:0 დასრულებით, უკმაყოფილო დარჩა. თუმცა, ჰოლანდიელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ “ნოუ კამპზე” ნაჩვენები შედეგი, არც მოწინააღმდეგეს აძლევს უპირატესობას. ამის შესახებ, უეფა-ს ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი იტყობინება. “თანაბარი თამაში გამოვიდა. “მანჩესტერ იუნაიტედმა” დაცვის ორგანიზება კარგად მოახერხა და რამდენიმე კარგი კონტრშეტევაც განახორციელა. ცხადია, საშინაო მატჩში ჩვენი მიზანი, მხოლოდ გამარჯვება იყო, თუმცა ფინალისტის საკითხი, ჯერ ღიად რჩება. “ბარსელონას” “ოლდ ტრაფორდზე” ძალიან გაუჭირდება, მაგრამ თამაშის ხარისხი, რომელიც გუნდმა დღეს აჩვენა, ბრიტანეთში გამგზავრების წინ, ოპტიმიზმის და თავდაჯერების საფუძველს გვაძლევს. ვფიქრობ, გადამწყვეტი მომენტი პენალტი იყო, რომელიც ჩვენთვის საბედნიეროდ, რონალდუმ ვერ გამოიყენა. მანჩესტერში ყველ
... მეტის წაკითხვა
ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი, “ბარსელონასთან” სტუმრად მიღწეული უგოლო ფრით კმაყოფილი დარჩა. როგორც უეფა-ს ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი იტყობინება, შოტლანდიელი სპეციალისტი იმედს გამოთქვამს, რომ საპასუხო მატჩში, მისი შეგირდები საკუთარი მოედნის ფაქტორის სრულად გამოყენებას შეძლებენ. “ახლა, მანჩესტერში მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება. თუმცა, საშინაო შეხვედრებში “მანჩესტერ იუნაიტედის” სტატისტიკას და “ოლდ ტრაფორდზე” არსებულ ატმოსფეროს თუ გავითვალისწინებთ, სასურველი შედეგის მოპოვება არ უნდა გაგვიძნელდეს. ასე რომ, არა მგონია, გამოუყენებელმა თერთმეტმეტრიანმა ნახევარფინალის ბედი გადაწყვიტოს. Kმაყოფილი ვარ იმით, რომ გოლი არ გავუშვით, მაგრამ ამავდროულად იმედგაცრულებული, დაცვიდან შეტევაში გადასვლის ორგანიზებით _ ჩვენი გუნდი, ბურთს ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში ფლობდა. საერთოდ კი, ამ პრობლემას “ბარსელონას” ბევრი მოწინააღმდეგე აწყდება, განსაკუთრებით, “ნოუ კამპზე”
... მეტის წაკითხვა
ესპანური “ბარსელონას” თავდამსხმელი სამუელ ეტოო, “ნოუ კამპზე” “მანჩესტერ იუნაიტედთან” პირველი ნახევარფინალური მატჩის ფრედ დასრულების მიუხედავად დარწმუნებულია, რომ მის გუნდს მანჩესტერში სასურველი შედეგის მოპოვების ძალა შესწევს. ამის შესახებ, ესპანური გამოცემა Marca იტყობინება. “ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა ჩვენს ხელთ იყო, სამწუხაროდ, გოლის გატანა ვერ შევძელით. მაგრამ უგოლო ფრე არცთუ ცუდი შედეგია, ახლა, მანჩესტერში გატანილი ჩვენი გოლის ფასი ხომ ორმაგი იქნება. “ოლდ ტრაფორდზე” განსხვავებულ თამაშს უნდა ველოდოთ, “იუნაიტედი” იძულებული იქნება შეტევაზე იფიქროს და გახსნილი თამაში შემოგვთავაზოს, რაც სივრცეს გაგვიხნის”, – მიიჩნევს კამერუნელი ფეხბურთელი.
ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი, პრემიერლიგის 36-ე ტურში, “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ი იტყობინება, ფეხბურთელმა, ოჯახური მიზეზების გამო, კლუბის ხელმძღვანელობას რამდენიმე დღით გათავისუფლება თხოვა. როგორც ცნობილია, ლამპარდის დედა, რამდენიმე დღის წინ, პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფში მოათავსეს. “ჩელსის” ნახევარმცველმა, დედის ავადმყოფობის გამო, “იუგანთან” და “ევერტონთან” პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩებიც გამოტოვა. მართალია, ამის შემდეგ, ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაში “ლივერპულის” წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა ახლა, ქალბატონის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და ლამპარდს სურს, რამდენიმე დღე საავადმყოფში გაატაროს მშობელთან ერთად. “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრა 26 აპრილს, “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართება. ამჟამად, ლონდონელები ლიდერ მანჩესტერელებს, მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან.
ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” 27 წლის კორეელი ნახევარმცველი ჩჟი სუნ პარკი, 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშებისთვის საკუთარი ქვეყნის ოლიმპიურ ნაკრებში გამოიძახეს. ამის შესახებ, კორეელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაკ სუნ ხვამ განუცხადა Reuters-ს. “ევროპაში საფეხბურთო სეზონი მაისის თვეში სურლდება, ამიტომ, მიმაჩნია, რომ მის გამოძახებასთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს” – ამბობს ხვა. კორეის ნაკრები ოლიმპიადაზე D ჯგუფში კამერუნის, ჰონდურასის და იტალიის ნაკრებებთან ითამაშებს.
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, “ნოუ კამპზე” ესპანურმა “ბარსელონამ” ინგლისური “მანჩესტერი” ვერაფრით გატეხა, უგოლო ფრე კი, განმეორებითი შეხვედრის წინ, ბრიტანელებს გაცილებით კარგ შანსს უტოვებს. თამაშის ყველაზე საინტერესო მომენტი უკვე მე-2 წუთზე შეიქმნა, როდესაც შვეიცარიელმა არბიტრმა მასიმო ბუსაკამ არგენტინელ გაბრიელ მილიტოზე საჯარიმოში ხელით თამაში დააფიქსირა, თუმცა, სტუმართა ლიდერმა კრიშტიან რონალდუმ პენალტი გააცუდა. სუპერდაპირისპირების მე-2 მატჩს მანჩესტერული “ოლდ ტრაფორდი” 29 აპრილს უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, შეხვედრა მექსიკელი რაფაელ მარკესის გარეშე ჩაივლის, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო და ხელი დისკვალიფიკაციასაც გამოჰკრა.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი. პირველი მატჩი ბარსელონა (ესპანეთი) – მანჩესტერი (ინგლისი) 0:0 ბარსელონა: ვალდესი, ძამბროტა, მარკესი, მილიტო, აბიდალი, ტურე, ხავი, დეკუ (ანრი, 77), ინ
... მეტის წაკითხვა