რამონ კალდერონი არ ანებებს თავს კრისტიანო რონალდოს.სამეფო კლუბის პრეზიდენტს პორტუგალიელის ”რეალში” ხილვა ძალიან სურს.ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, რამონისათვის ეს არის ოცნების ტრანსფერი.
სამშაბათს პრედრაგ მიატოვიჩი ინგლისელმა ჟურნალისტებმა ლონდონში შენიშნეს ”ჩესლისა” და ”ფენერბაჰჩეს” თამაშზე.აღნიშნულ მატჩზე ის რონალდოს აგენტთან ერთად იმყოფებოდა.პრედრაგი მენდესს უკვე მეორედ შეხვდა (პირველ ეს მოხდა ”რომა” - ”მანჩესტერის თამაშზე).
ჯერჯერობით უცნობია რა უთხრა მენდესმა ”ბლანკოსის” სპორტულ დირექტორს, მაგრამ ფაქტია, რომ ”მანჩესტერი” ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.
|