შაბათი, 2025-02-01, 10:18 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » აპრილი » 11

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ჩემპიონთა ლიგა ისეთ სტადიაშია, როცა დაზუსტებით ვერავინ იტყვის, რა მოხდება და ვინ გავა ფინალში. შესაძლოა, მანჩესტერი–ბარსელონასა და ლივერპული–ჩელსის წყვილებს შორის ვინმეს თავისი ფავორიტი ჰყავდეს, მაგრამ შანსები აშკარად თანაბარია და უპირატესობაზე საუბარი ამ შემთხვევაში არ შეიძლება. ზუსტად იგივეს ამბობს ტიერი ანრი, ფეხბურთელი, რომელიც ინგლისურ ფეხბურთსა და “მანჩესტერს” კატალონიელთა შორის ყველაზე კარგად იცნობს.
– ახლა ხშირად გაიგონებთ, რომ “მანიუ” ფავორიტია. არ ვუარყოფ, რომ სერ ალექსის გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია და შორიდან ისე ჩანს, რომ მათი დამარცხება შეუძლებელია, მაგრამ ეს ხომ ლიგის 1/2–ფინალია და აქ ფავორიტი უბრალოდ არ არსებობს. ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ ჰქონდა ამ ოთხეულიდან ვინ ვის შეხვდებოდა, შანსები მაინც თანაბარი იქნებოდა. როცა “არსენალიდან” წამოვედი, ერთ–ერთი მიზეზი რის გამოც “ბარსელონა” ვარჩიე, ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილი ი ... მეტის წაკითხვა
| Added by: madridunited | Comments (2)

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველ ხერარდ პიკეს მენეჯერმა არტურო კანალესმა, სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელის ესპანეთში დაბრუნების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
ამის შესახებ, ბრიტანული სპორტული მასმედია იუწყება.
“ეს ჩვეულებრივი ჭორია, რომელშიც სიმართლის ნატამალი არ დევს. პიკე ამჟამად, მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედზე” ფიქრობს” - განაცხადა კანალესმა.
პიკე “ბარსელონას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და მანჩესტერში 2004 წელს გადავიდა.
2006-2007 წლებში იგი ესპანეთის “სარაგოსაში” იყო განათხოვრებული.
| Added by: madridunited | Comments (0)

შესვლა საიტზე
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz