ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” გახდა, რომელმაც ესპანურ “ბარსელონასთან” საგარეო ფრის შემდეგ, “ოლდ ტრაფორდზე” პოლ სქოულზის გოლის წყალობით, მეტოქეს 1:0 სძლია. ტრავმირებული უეინ რუნის გარეშე მოთამაშე მანჩესტერელებმა სათამაშო სივრცე ამჯერადაც კატალონიელბს დაუთმეს, თუმცა, საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან ისეთი კედელი ააშენეს, სტუმრებს ხეირიანი საგოლე მომენტი არც მისცემიათ. სქოულზმა გადამწყვეტი ბურთი იტალიელი ჯანლუკა ძამბროტას შეცდომის შემდეგ ულამაზესი დარტყმით გაიტანა და “იუნაიტედს” 21 მაისს, მოსკოვში გასამართი ფინალის საგზური დაუბევა. მეორე ფინალისტის ვინაობა 30 აპრილს ლონდონის “ჩელსისა” და “ლივერპულის” შეხვედრაში გაირკვევა. ამდენად, ლიგის ფინალი წმინდა ინგლისური იქნება.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი მანჩესტერი (ინგლისი) – ბარსელონა (ესპანეთი) 1:0 (1:0) პირველი მატჩი 0:0 მანჩესტერი: ვან დერ სარი, ევრა (სილვესტრი, 93), ფერდინანდი, ბრაუნი, სქოულ
... მეტის წაკითხვა
ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში “ბარსელონას” 1:0 დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ეყოლება მეტოქედ ფინალში, რომელიც 21 მაისს მოსკოვში გაიმართება. ამის შესახებ ფერგიუსონმა უეფას ოფიციალურ საიტს განუცხადა, მე-2 ფინალისტის ვინაობა კი ლონდონში დღეს, “ჩელსისა” და “ლივერპულის” შეხვედრის შემდეგ გაირკვევა. პირველი მატჩი ლივერპულში ფრედ 1:1 დასრულდა. “არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ ვინ შეგვხვდება ფინალში. მთავარია, რომ ჩვენ იქ ვითამაშებთ და ვფიქრობ, დამსახურებულადაც” - თქვა ფერგიუსონმა. მანჩესტერელთა მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა “ბარსელონასთან” ფანტასტიკური თამაში აჩვენა და დიდებული გუნდი დაამარცხა. “ფინალში გასვლამ ძლიერ გამახარა, ფანტასტიკური თამაში ვაჩვენეთ და მიუხედავად ხანგრძლივი საღამოსი, უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული დიდებული კლ
... მეტის წაკითხვა
გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში “ბარსელონასთან”, “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელმა მეკარე ედვინ ვან დერ სარმა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მე-100 შეხვედრა ჩაატარა. ამის შესახებ, რუსული სპორტული გამოცემა “სპორტ-ექსპრესი” იუწყება. 37 წლის მეკარე კარიერის განმავლობაში “მანჩესტერ იუნაიტედის” გარდა, ამსტერდამის “აიაქსის”, ტურინის “იუვენტუსისა” და ინგლისის “ფულჰემის” ღირსებას იცავდა. ვან დერ სარის მსგავსად, ჩემპიონთა ლიგაში 100 შეხვედრა კიდევ სამმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა - კლარენს ზეედორფმა, ფრანკ დე ბურმა და ფილიპ კოკუმ ჩაატარეს.
ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი უესლი ბრაუნი დარწმუნებულია, რომ მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში, ესპანური “ბარსელონა” 1:0 დამსახურებულად დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლებაც ღირსეულად მოიპოვა. ბრაუნმა უეფას ოფიციალურ საიტს განუცხადა, რომ მას მოსკოვში გასამართ ფინალურ მატჩშიც წარმატების იმედი აქვს. “სტუმრად დაცვითი ფეხბურთი ვითამაშეთ, თუმცა, საკუთარ “ოლდ ტრაფორდზე” ყველას ვაჩვენეთ, რომ კარგი ფეხბურთის თამაშიც შეგვიძლია. ჩვენს მიერ გატანილი გოლის შემდეგ, მოწინააღმდეგე ჩვენზე ზეწოლას ახდენდა, მაგრამ ამას გავუძელით. ორივე მატჩი ბრწყინვალედ ჩავატარეთ და ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. ამის გაკეთებას უკვე 9 წელია ვცდილობთ და როგორც იქნა, მიზანს მივაღწიეთ. გულშემატკივარი ფანტასტიკურად გვიჭერდა მხარს და მათი გაწბილების უფლება არ გვქონდა. იმედია, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს მოსკოვშიაც გამოვავლენთ” - თქვა ბრაუნმა.