ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა უესლი ბრაუნმა კლუბთან ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი შეათანახმა.
ამის შესახებ, სააგენტო Reuters-ი იუწყება.
შეთანხმების მიხედვით, ფეხბურთელმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში სხვადასხვა ტურნირებში ორმოცამდე შეხვედრა ჩაატარა, კვირაში 50000 ფუნტს მიიღებს.
ბრაუნს მოქმედი კონტრაქტი ამა წლის ზაფხულში უმთავრდება და მისი გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკება ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.