ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი, “ბარსელონასთან” სტუმრად მიღწეული უგოლო ფრით კმაყოფილი დარჩა. როგორც უეფა-ს ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი იტყობინება, შოტლანდიელი სპეციალისტი იმედს გამოთქვამს, რომ საპასუხო მატჩში, მისი შეგირდები საკუთარი მოედნის ფაქტორის სრულად გამოყენებას შეძლებენ. “ახლა, მანჩესტერში მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება. თუმცა, საშინაო შეხვედრებში “მანჩესტერ იუნაიტედის” სტატისტიკას და “ოლდ ტრაფორდზე” არსებულ ატმოსფეროს თუ გავითვალისწინებთ, სასურველი შედეგის მოპოვება არ უნდა გაგვიძნელდეს. ასე რომ, არა მგონია, გამოუყენებელმა თერთმეტმეტრიანმა ნახევარფინალის ბედი გადაწყვიტოს. Kმაყოფილი ვარ იმით, რომ გოლი არ გავუშვით, მაგრამ ამავდროულად იმედგაცრულებული, დაცვიდან შეტევაში გადასვლის ორგანიზებით _ ჩვენი გუნდი, ბურთს ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში ფლობდა. საერთოდ კი, ამ პრობლემას “ბარსელონას” ბევრი მოწინააღმდეგე აწყდება, განსაკუთრებით, “ნოუ კამპზე”, – აცხადებს ფერგიუსონი
|