შაბათი, 2025-02-01, 11:28 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » აპრილი » 24 » ლამპარდი “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს
ლამპარდი “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს
5:36 AM

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი, პრემიერლიგის 36-ე ტურში, “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ი იტყობინება, ფეხბურთელმა, ოჯახური მიზეზების გამო, კლუბის ხელმძღვანელობას რამდენიმე დღით გათავისუფლება თხოვა. როგორც ცნობილია, ლამპარდის დედა, რამდენიმე დღის წინ, პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფში მოათავსეს. “ჩელსის” ნახევარმცველმა, დედის ავადმყოფობის გამო, “იუგანთან” და “ევერტონთან” პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩებიც გამოტოვა. მართალია, ამის შემდეგ, ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაში “ლივერპულის” წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა ახლა, ქალბატონის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და ლამპარდს სურს, რამდენიმე დღე საავადმყოფში გაატაროს მშობელთან ერთად.
“ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრა 26 აპრილს, “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართება. ამჟამად, ლონდონელები ლიდერ მანჩესტერელებს, მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან.
Views: 585 | Added by: madridunited | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz