ესპანური “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ფრანკ რაიკაარდი, საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპის პირველ მატჩის ფრედ, 0:0 დასრულებით, უკმაყოფილო დარჩა. თუმცა, ჰოლანდიელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ “ნოუ კამპზე” ნაჩვენები შედეგი, არც მოწინააღმდეგეს აძლევს უპირატესობას. ამის შესახებ, უეფა-ს ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი იტყობინება. “თანაბარი თამაში გამოვიდა. “მანჩესტერ იუნაიტედმა” დაცვის ორგანიზება კარგად მოახერხა და რამდენიმე კარგი კონტრშეტევაც განახორციელა. ცხადია, საშინაო მატჩში ჩვენი მიზანი, მხოლოდ გამარჯვება იყო, თუმცა ფინალისტის საკითხი, ჯერ ღიად რჩება. “ბარსელონას” “ოლდ ტრაფორდზე” ძალიან გაუჭირდება, მაგრამ თამაშის ხარისხი, რომელიც გუნდმა დღეს აჩვენა, ბრიტანეთში გამგზავრების წინ, ოპტიმიზმის და თავდაჯერების საფუძველს გვაძლევს. ვფიქრობ, გადამწყვეტი მომენტი პენალტი იყო, რომელიც ჩვენთვის საბედნიეროდ, რონალდუმ ვერ გამოიყენა. მანჩესტერში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ფინალის საგზური ჩვენ დაგვრჩეს”, – აცხადებს ჰოლანდიელი სპეციალისტი. “ბარსელონას”, “მანჩესტერ იუნაიტედთან” საპასუხო მატჩის გამართვა 29 აპრილს მოუწევს.
|