ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, “ნოუ კამპზე” ესპანურმა “ბარსელონამ” ინგლისური “მანჩესტერი” ვერაფრით გატეხა, უგოლო ფრე კი, განმეორებითი შეხვედრის წინ, ბრიტანელებს გაცილებით კარგ შანსს უტოვებს. თამაშის ყველაზე საინტერესო მომენტი უკვე მე-2 წუთზე შეიქმნა, როდესაც შვეიცარიელმა არბიტრმა მასიმო ბუსაკამ არგენტინელ გაბრიელ მილიტოზე საჯარიმოში ხელით თამაში დააფიქსირა, თუმცა, სტუმართა ლიდერმა კრიშტიან რონალდუმ პენალტი გააცუდა. სუპერდაპირისპირების მე-2 მატჩს მანჩესტერული “ოლდ ტრაფორდი” 29 აპრილს უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, შეხვედრა მექსიკელი რაფაელ მარკესის გარეშე ჩაივლის, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო და ხელი დისკვალიფიკაციასაც გამოჰკრა.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი. პირველი მატჩი ბარსელონა (ესპანეთი) – მანჩესტერი (ინგლისი) 0:0 ბარსელონა: ვალდესი, ძამბროტა, მარკესი, მილიტო, აბიდალი, ტურე, ხავი, დეკუ (ანრი, 77), ინიესტა, მესი (კრკიჩი, 62), ეტო’ო. მწვრთნელი: რაიკაარდი. მანჩესტერი: ვან დერ სარი, ევრა, ჰარგრივზი, ფერდინანდი, ბრაუნი, კერიკი, პარკი, სქოულზი, რონალდუ, რუნი (ნანი, 76), ტევესი (გიგზი, 85). მწვრთნელი: ფერგიუსონი. გაფრთხილება: მარკესი (44), ჰარგრივსი (73). მსაჯი: ბუსაკა (შვეიცარია).
|