ესპანური “ბარსელონას” თავდამსხმელი სამუელ ეტოო, “ნოუ კამპზე” “მანჩესტერ იუნაიტედთან” პირველი ნახევარფინალური მატჩის ფრედ დასრულების მიუხედავად დარწმუნებულია, რომ მის გუნდს მანჩესტერში სასურველი შედეგის მოპოვების ძალა შესწევს. ამის შესახებ, ესპანური გამოცემა Marca იტყობინება. “ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა ჩვენს ხელთ იყო, სამწუხაროდ, გოლის გატანა ვერ შევძელით. მაგრამ უგოლო ფრე არცთუ ცუდი შედეგია, ახლა, მანჩესტერში გატანილი ჩვენი გოლის ფასი ხომ ორმაგი იქნება. “ოლდ ტრაფორდზე” განსხვავებულ თამაშს უნდა ველოდოთ, “იუნაიტედი” იძულებული იქნება შეტევაზე იფიქროს და გახსნილი თამაში შემოგვთავაზოს, რაც სივრცეს გაგვიხნის”, – მიიჩნევს კამერუნელი ფეხბურთელი.
|