
ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ პოლ სკოულზისთვის, გუშინ ესპანეთის “ბარსელონასთან” ჩატარებული შეხვედრა, ჩემპიონთა ლიგაში მე-100 აღმოჩნდა. ამის შესახებ, რუსული სპორტული ინტერნეტ-გამოცემა championat-ი იუწყება. აღსანიშნავია, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა, კარიერაში ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი 1994 წელს, “ოლდ ტრაფორდზე”, “ბარსელონასთან” ითამაშა. 33 წლის სკოულზი მე-9 მოთამაშეა, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 100 და უფრო მეტი შეხვედრა გამართა. სრული სია კი ასე გამოიყურება: რაული (“რეალი”, 116 მატჩი), რობერტო კარლოსი (“ფენერბახჩე”, 114), პაოლო მალდინი (“მილანი”, 109), ოლივერ კანი (“ბაიერნი”, 103), დევიდ ბექჰემი (“ლოს-ანჯელეს გალაქსი”, 103), კლარენს ზეედორფი (“მილანი”, 101), რაინ გიგზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, 101), ლუიშ ფიგუ (“ინტერი”, 100), პოლ სკოულზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, 100).
|