გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში “ბარსელონასთან”, “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელმა მეკარე ედვინ ვან დერ სარმა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მე-100 შეხვედრა ჩაატარა. ამის შესახებ, რუსული სპორტული გამოცემა “სპორტ-ექსპრესი” იუწყება. 37 წლის მეკარე კარიერის განმავლობაში “მანჩესტერ იუნაიტედის” გარდა, ამსტერდამის “აიაქსის”, ტურინის “იუვენტუსისა” და ინგლისის “ფულჰემის” ღირსებას იცავდა. ვან დერ სარის მსგავსად, ჩემპიონთა ლიგაში 100 შეხვედრა კიდევ სამმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა - კლარენს ზეედორფმა, ფრანკ დე ბურმა და ფილიპ კოკუმ ჩაატარეს.