შაბათი, 2025-02-01, 11:19 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » აპრილი » 30 » ბრაუნს მოსკოვშიც წარმატების იმედი აქვს
ბრაუნს მოსკოვშიც წარმატების იმედი აქვს
8:23 AM

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი უესლი ბრაუნი დარწმუნებულია, რომ მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში, ესპანური “ბარსელონა” 1:0 დამსახურებულად დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლებაც ღირსეულად მოიპოვა.
ბრაუნმა უეფას ოფიციალურ საიტს განუცხადა, რომ მას მოსკოვში გასამართ ფინალურ მატჩშიც წარმატების იმედი აქვს.
“სტუმრად დაცვითი ფეხბურთი ვითამაშეთ, თუმცა, საკუთარ “ოლდ ტრაფორდზე” ყველას ვაჩვენეთ, რომ კარგი ფეხბურთის თამაშიც შეგვიძლია. ჩვენს მიერ გატანილი გოლის შემდეგ, მოწინააღმდეგე ჩვენზე ზეწოლას ახდენდა, მაგრამ ამას გავუძელით. ორივე მატჩი ბრწყინვალედ ჩავატარეთ და ფინალში გასვლა დავიმსახურეთ. ამის გაკეთებას უკვე 9 წელია ვცდილობთ და როგორც იქნა, მიზანს მივაღწიეთ. გულშემატკივარი ფანტასტიკურად გვიჭერდა მხარს და მათი გაწბილების უფლება არ გვქონდა. იმედია, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს მოსკოვშიაც გამოვავლენთ” - თქვა ბრაუნმა.

Views: 613 | Added by: Cristiano_Ronaldo_7 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz