ორშაბათი, 2025-07-07, 9:49 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » აპრილი » 30 » ალექს ფერგიუსონი: “სულერთია ფინალში ვინ შეგვხვდება”
ალექს ფერგიუსონი: “სულერთია ფინალში ვინ შეგვხვდება”
8:33 AM

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში “ბარსელონას” 1:0 დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ეყოლება მეტოქედ ფინალში, რომელიც 21 მაისს მოსკოვში გაიმართება.
ამის შესახებ ფერგიუსონმა უეფას ოფიციალურ საიტს განუცხადა, მე-2 ფინალისტის ვინაობა კი ლონდონში დღეს, “ჩელსისა” და “ლივერპულის” შეხვედრის შემდეგ გაირკვევა. პირველი მატჩი ლივერპულში ფრედ 1:1 დასრულდა.
“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ ვინ შეგვხვდება ფინალში. მთავარია, რომ ჩვენ იქ ვითამაშებთ და ვფიქრობ, დამსახურებულადაც” - თქვა ფერგიუსონმა.
მანჩესტერელთა მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა “ბარსელონასთან” ფანტასტიკური თამაში აჩვენა და დიდებული გუნდი დაამარცხა.
“ფინალში გასვლამ ძლიერ გამახარა, ფანტასტიკური თამაში ვაჩვენეთ და მიუხედავად ხანგრძლივი საღამოსი, უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული დიდებული კლუბი დავამარცხეთ. საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვამ მოგვიწია და ეს მოვახერხეთ კიდეც. თავს კარგად ვიცავდით და გოლის გატანის შანსიც გვქონდა.
მომეჩვენა, რომ პირველ ტაიმში ფეხბურთელები ნერვიულობდნენ, მატჩის დებიუტში კი ლამის მესის მსხვერპლი გავხდით. მე-2 ტაიმში უფრო დამაჯერებლად ვმოქმედებდით. დასკვნით 15 წუთში იძულებული ვიყავით მეტოქის შეტევები მოგვეგერიებინა, მაგრამ ამას საიმედოდ ვაკეთებდით. პოლ სქოულზმა კი მართლაც რომ ფანტასტიკური გოლი გაიტანა” - აღნიშნა ფერგიუსონმა.

Views: 594 | Added by: Cristiano_Ronaldo_7 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
კვ ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz