ორშაბათი, 2025-07-07, 10:09 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » აპრილი » 30 » “მანჩესტერი” ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტია
“მანჩესტერი” ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტია
8:36 AM

ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” გახდა, რომელმაც ესპანურ “ბარსელონასთან” საგარეო ფრის შემდეგ, “ოლდ ტრაფორდზე” პოლ სქოულზის გოლის წყალობით, მეტოქეს 1:0 სძლია.
ტრავმირებული უეინ რუნის გარეშე მოთამაშე მანჩესტერელებმა სათამაშო სივრცე ამჯერადაც კატალონიელბს დაუთმეს, თუმცა, საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან ისეთი კედელი ააშენეს, სტუმრებს ხეირიანი საგოლე მომენტი არც მისცემიათ.
სქოულზმა გადამწყვეტი ბურთი იტალიელი ჯანლუკა ძამბროტას შეცდომის შემდეგ ულამაზესი დარტყმით გაიტანა და “იუნაიტედს” 21 მაისს, მოსკოვში გასამართი ფინალის საგზური დაუბევა.
მეორე ფინალისტის ვინაობა 30 აპრილს ლონდონის “ჩელსისა” და “ლივერპულის” შეხვედრაში გაირკვევა. ამდენად, ლიგის ფინალი წმინდა ინგლისური იქნება.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი
მანჩესტერი (ინგლისი) – ბარსელონა (ესპანეთი) 1:0 (1:0)
პირველი მატჩი 0:0
მანჩესტერი: ვან დერ სარი, ევრა (სილვესტრი, 93), ფერდინანდი, ბრაუნი, სქოულზი (ფლეტჩერი, 77), ნანი (გიგზი, 77), პარკი, კერიკი, რონალდუ, ჰარგრივზი, ტევესი.
მწვრთნელი: ფერგიუსონი.
ბარსელონა: ვალდესი, ძამბროტა, პუიოლი, მილიტო, აბიდალი, ინიესტა (ანრი, 61), ხავი, ტურე (გუდიონსენი, 88), დეკუ, ეტო’ო (კრკიჩი, 72), მესი.
მწვრთნელი: რაიკაარდი.
გოლი: სქოულზი (14).
გაფრთხილება: ძამბროტა (52), დეკუ (54), კერიკი (63), რონალდუ (68), ტურე (70).
მსაჯი: ფანდელი (გერმანია).

Views: 610 | Added by: Cristiano_Ronaldo_7 | Rating: 5.0/1 |
Total comments: 2
2 Cristiano_Ronaldo_7  
0
chelss daerxaaa magarii

1 manutd10  
0
chelsea geshinodes, movdivart evil maniu chempioniaaaaaaaaaaaaaa

Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
კვ ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz