Main » 2008»აპრილი»5 » გარი ნევილი “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუბრუნდა
გარი ნევილი “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუბრუნდა
3:50 PM
ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანმა გარი ნევილმა ბოლო 13 თვის განმავლობაში ძირითად შემადგენლობასთან ერთად პირველად ივარჯიშა. ამის შესახებ BBC იუწყება. “ნევილმა ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის გრძელი კურსი გაიარა და მის ასაკში უმტკივნეულოდ ფეხბურთში დაბრუნების ძალა ბევრს არ შესწევს. თუმცა, ამ მოთამაშის ენთუზიაზმი და თავდადება იმედს გვაძლევს, რომ იგი გუნდის თამაშში წარმატებით ჩაერთვება. მისი ავტორიტეტი და გამოცდილება ძალიან გვჭირდება. ასე რომ, ნევილს რამდენიმე მატჩში თამაშის საშუალებას მივცემთ” - განაცხადა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა. 33 წლის მცველმა კოჭის ტრავმა ერთი წლის წინ მიიღო და მისი რეციდივები ფეხბურთში დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა. ნევილი “მანჩესტერ იუნაიტედში” 1992 წლიდან გამოდის და 349 მატჩში 15 გოლი გაიტანა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მან 85 შეხვედრა ითამაშა, მაგრამ მეტოქის კარი არ აუღია.