ინგლისის პრემიერლიგის კლუბ “სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელი როი კინი არ ნანობს, რომ თავის დროზე, “მანჩესტერ იუნაიტედი” სკანდალურად დატოვა. ამის შესახებ, ბრიტანული მასმედია იუწყება. “მე არაფერს ვნანობ. ის პარასკევი საუცხოოდ მახსოვს. მაშინ, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა გადავწყვიტე და ვერაფერი შემაჩერებდა. ამის შემდეგ, საფეხბურთო კარიერა, ფაქტობრივად დავასრულე. თუმცა, ჩემს წინ სხვა პერსპექტივები გადაიშალა – მწვრთნელი გავხდი და ამჟამად, პრემიერლიგის კლუბში ვმუშაობ. ასე რომ, საბოლოოდ, ყველაფერი წარმატებით წარიმართა”, – განაცხადა კინმა. ირლანდიელი ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედში” 1993-2005 წლებში გამოდიოდა და 323 მატჩში 33 გოლი გაიტანა. 1991-2005 წლებში კინმა ირლანდიის ეროვნული გუნდის ღირსება 66-ჯერ დაიცვა და მეტოქის კარი 9-ჯერ აიღო.
|