Main » 2008»აპრილი»5 » ESM-მა მარტის თვის სიმბოლური ნაკრები დაასახელა
ESM-მა მარტის თვის სიმბოლური ნაკრები დაასახელა
3:48 PM
ევროპული სპორტული გამოცემების ასოციაციამ (ESM) ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მოასპარეზე ფეხბურთელთა მარტის თვის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ამის შესახებ, რუსული ინტერნეტ-გამოცემა “სპორტ-ექსპრესი” იუწყება. აღნიშნული ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება: ნოიერი (“შალკე”, გერმანია), პანუჩი (“რომა”, იტალია), ფერდინადი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), მექსე (“რომა”, იტალია), კაპდევილა (“ვილიარეალი”, ესპანეთი), კრიშტიანუ რონალდუ (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), სენა (“ვილიარეალი”, ესპანეთი), რიბერი (“ბაიერნი”, გერმანია), რაული (“რეალი”, ესპანეთი), ფერნანდო ტორესი (“ლივერპული”, ინგლისი), გომესი (“შტუტგარტი”, გერმანია). ტრადიციულ ყოველთვიურ გამოკითხვაში შემდეგი ცნობილი სპორტული გამოცემები მონაწილეობენ: “A Bola” (პორტუგალია), “Don Balon” (ესპანეთი) , “Fanatik” (თურქეთი), “Kicker” (გერმანია), La Gazzetta dello Sport” (იტალია), “Tipsbladet” (დანია), “Voetball International” (ჰოლანდია), “World Soccer” (ინგლისი) “Sport/Voetbal Magazine” (ბელგია), "Спорт-Экспресс” (რუსეთი)