შაბათი, 2025-02-01, 11:13 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » აპრილი » 1 » ალექს ფერგიუსონი: “რომა ახლა გაცილებით ძლიერია, ვიდრე ერთი წლის წინ”
ალექს ფერგიუსონი: “რომა ახლა გაცილებით ძლიერია, ვიდრე ერთი წლის წინ”
4:04 AM

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი, “რომასთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩის წინ აცხადებს, რომ მის გუნდს, სასურველი შედეგის მისაღწევად, შესაძლებლობების მაქსიმუმის გაღება მოუწევს.
ამის შესახებ, Daily Telegraph-ი იტყობინება.
“შემიძლია ვთქვა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” ჩემი მუშაობის პერიოდში, გუნდის დღევანდელი შემადგენლობა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. ჩემს შეგირდებს დიდი პოტენციალი და საკმაო გამოცდილება აქვთ. რაც შეეხება “რომასთან” დაპირისპირებას, მინდა ვაღიარო, რომ ამ მატჩისთვის, ტაქტიკის შერჩევაზე ბევრი ფიქრი გვიწევს. რომაელები დინამიურ ფეხბურთს თამაშობენ და გუნდი შესანიშნავად მოქმედებს კონტრშეტევებზე. ამჟამად, “რომა” გაცილებით ძლიერია, ვიდრე ერთი წლის წინ”, – აცხადებს ფერგიუსონი, რომლის გუნდმა, გასულ წელს, ტურნირის ამავე ეტაპზე რომში 1:2 მარცხის შემდეგ, მოწინააღმდეგეს “ოლდ ტრაფორზე” გამანადგურებელი ანგარიშით, 7:1 სძლია.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “რომასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” პირველი შეხვედრა დღეს, სტადიონ “ოლიმპიკოზე” გაიმართება, საპასუხო მატჩი კი მანჩესტერში, 9 აპრილს შედგება.

 

Views: 627 | Added by: madridunited | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  აპრილი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz