ინგლისის ნაციონალური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ ის რუნის გუნდის მომავალი კაპიტნის ამპულაში ხედავს, წერს BBC. “უეინ რუნი ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ მისი მომავლის მჯერა. მას გუნდის კაპიტნობა შეუძლია. ის ნამდვილი ლიდერია და კარგი მაგალითი სხვა ფეხბურთელებისთვის მოედანზე. ჩვენ კიდევ ცოტა ხანი უნდა ვადროვოთ, რომ თავისი შესაძლებლობების პიკს მიაღწიოს და გამოცდილება შეიძინოს. მე ჯერ არ ვიცი, ვინ იქნება ნაკრების კაპიტანი მომავალ შეხვედრაში, მაგრამ ვფიქრობ, რუნი როდესღაც კაპიტნის ხელსაბამს გაიკეთებს. ის ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელია. თუმცა, მან უნდა გააუმჯობესოს თავისი რეალიზაცია. ჯერ ის ბევრ მომენტს უშვებს ხელიდან”, – თქვა ინტერვიუში კაპელომ.
|