მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ ამჟამად, პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს “სამეფო კლუბში” გადასვლა შეუძლებელია. ამსი შესახებ, ესპანური სპორტული გამოცემა Marca იუწყება. “დღესდღეობით, რონალდუს ჩვენთან გადმოსვლა არარეალურია. ვის არ უნდა ამ ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა? თუმცა, რეალისტები უნდა ვიყოთ, ვინაიდან მისი გადმობირება ძალიან რთულია” - განაცხადა “რეალის” სპორტულმა დირექტორმა პრედრაგ მიატოვიჩმა. როგორც ადრე, სხვადასხვა ქვეყნის სპორტული მასმედია იუწყებოდა, “რეალი” მზად იყო, რონალდუს სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაეხადა.
|