“მანჩესტერ იუნაიტედის” ფანტასტიურმა ნახევარმცველმა კიდევ ერთხელ დაამშვიდა კლუბის გულშემატკივრები, მან კატეგორიულად განაცხადა, რომ არ აპირებს “წითელი ეშმაკუნების” დატოვებას. ამ გზით პორტუგალიელმა ხაზი გაუსვა ყველა ჭორს იმის შესახებ, რომ თითქოსდა მადრიდის “რეალში” გადადის უდიდესი თანხის საფასუროდ. “ვერ ვგებულობ, საიდან მოდის ჭორები, რა აზრი აქვს ჩემს მომავალზე სპეკულიანტობას, თუ მე ბედნიერად ბგრძნობ თავს მანჩესტერში, – ამბობს კრიშტიანუ რონალდუ. – მე ათასჯერ მითქვამს, ეხლა კი ბოლოჯერ ვიმეორებ – არსად არ მივდივარ!” “ამჟამად ჩემს კარიერაში საუკეთესო ფორმაში ვარ, მიმდინარე სეზონი ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში ყველაზე წარმატებულია. ამის გამო ზოგჯერ ვბრაზდები, როდესაც მესმის საუბარი ჩემს გადასვლის თაობაზე, რა საჭიროა რაიმეს შეცვლა?” – ახსნა საკუთარი პოზიცია 23 წლის ფეხბურთელმა.
|