Main » 2008»აპრილი»7 » ტოტი “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს
ტოტი “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს
9:24 AM
იტალიური “რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი თავის გუნდს “მანჩესტერ იუნაიტედთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩშიც ვერ დაეხმარება. ამის შესახებ რომაული კლუბის პრეს-სამსახური იტყობინება. ტოტიმ ტრავმის გამო ინგლისის ჩემპიონთან გასულ კვირაში გამართული პირველი მატჩიც გამოტოვა, რომელიც იტალიელებმა 0:2 დათმეს. “რომას” მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი იმედოვნებს, რომ გუნდის ლიდერი მოედანზე დაბრუნებას კვირის ბოლოს იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში “უდინეზესთან” შეხვედრაში შეძლებს. “რომა” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩს “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ 9 აპრილს, “ოლდ ტრაფორდზე” გამართავს.