“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა “მიდლსბოროსთან” ფრით დამთავრებული მატჩის შემდეგ არ დაიწყო თავისმართლება და აღიარა, რომ შედეგი სამართლიანი იყო. “მართალია ჩვენ დიდი დრო დავკარგეთ თამაშის იმ სტილის მოძებნისთვის, რომელიც დაგვეხმარებოდა მეტოქის დამარცხებაში, - ამბობს შოტლანდიელი. - მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ გვქონდა რამდენიმე კარგი გასატანი მომენტი, რომელთა რეალიზება ვერ მოვახდინეთ”.”მაინც, ვფიქრობ, რომ ფრე – სამართლიანი ანგარიშია ამ შეხვედრისთვის”.
“ჩვენ შევძელით ხასიათის ჩვენება, და ორი გოლის გაშვების შემდეგ, მაინც გამოვგლიჯეთ ხელიდან “მიდლსბოროს” ფრე”.
ამჟამად “ჩელსი” მხოლოდ რაღაც უსუსური სამი ქულით ჩამორჩება ლიგის ლიდერს. “ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება ყველაზე სტაბილურად მოთამაშე გუნდი. ჩვენ უნდა ვაკეთოთ ყველაფერი ისე, როგორც გამოგვდიოდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში”.
|