ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ უეინ რუნის განცხადებით, პრემიერლიგის ნაადრევად მოსაგებად გუნდი მზად არის. ამის შესახებ, ბრიტანული სპორტული ინტერნეტ-გამოცემა Sky Sports-ი იუწყება. თუ მანჩესტერელები, მომდევნო ორ ტურში ,“ბლექბერნსა” და უშუალო კონკურენტ “ჩელსის” დაამარცხებენ, მაშინ, ინგლისის ჩემპიონები დროზე ადრე გახდებიან. “თუ ჩვენ “ბლექბერნის” დამარცხების ერთი შანსი მაინც გვაქვს, მას აუცილებლად გამოვიყენებთ. თუმცა, “ჩელსისთან” გამარჯვება ნამდვილად უდიდესი მოვლენა იქნება, როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე, გუნდის თითოეული წევრისთვის. კარგად ვიცით, რომ მომდევნო ორ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმის მოგროვების შემთხვევაში, ჩემპიონები გავხდებით. გუნდში ამისთვის ყველა მზადაა”, – განაცხადა რუნიმ. “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბლექბერნს” დღეს ხვდება, ხოლო “ჩელსისთან” 26 აპრილს ითამაშებს.
|