Main » 2008»აპრილი»19 » რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” ბედნიერია
რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” ბედნიერია
7:13 AM
ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ალექს ფერგიუსონის გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს და სამუშაო ადგილის შეცვლაზე არ ფიქრობს. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი იტყობინება. “ეს გუნდი მიყვარს და ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებ. ყოველი მატჩის დროს სტადიონი სავსეა და ტრიბუნებზე ფანტასტიკური ატმოსფერო სუფევს. “მანჩესტერ იუნაიტედს” შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს. ისინი ჩემზე მღერიან და მათი სახეების დანახვისას ვგრძნობ, რომ ჩემი თამაში მოსწონთ. ვამაყობ იმით, რომ მანჩესტერში ისეთ დიდ ფეხბურთელს მადარებენ, როგორიც ჯორჯ ბესტი იყო, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, მეტი მონდომებით ვიმუშაო” – აცხადებს პორტუგალიელი ფეხბურთელი.