იტალიური “რომას” მცველი მარკო კასეტი აცხადებს, რომ მისი გუნდი ინგლისში, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარფინალში გასვლის საყურებლად არ ჩასულა. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში, რომელიც რომში გაიმართა, “მანჩესტერ იუნაიტედმა” 2:0 იმარჯვა, განმეორებითი მატჩი კი მანჩესტერში დღეს შედგება. “მანჩესტერში იმის გამო არ ჩამოვსულვართ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარფინალში გასვლის ზეიმს ვუყუროთ. კარგად გვესმის, რომ ჩვენს წინააღმდეგ ძალიან ძლიერი გუნდი ითამაშებს, თუმცა, ინგლისელთა დასამარცხებლად და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ. გუნდი ბოლომდე იბრძოლებს. შევეცდებით, რომ ხარისხობრივად კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ და საჭირო შედეგს მივაღწიოთ. დაველოდოთ საფინალო სასტვენს და ვნახავთ, თუ რა შედეგამდე მიგვიყვანს ჩვენი მცდელობა” - ამბობს კასეტი.
|