იტალიური “რომას” მეკარე ალექსანდრ დონი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედთან” ხისტი თამაშის მომხრეა. ამის შესახებ დონიმ Sky Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. “იმედი მაქვს, პირველი შეხვედრის ანგარიში მეტოქეს მოადუნებს და ამის ხარჯზე, ჩვენ საერთო ანგარიშის გათანაბრების შანსი გვექნება. კომბინაციური ფეხბურთი არ უნდა ვითამაშოთ, პირიქით, შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად ხისტი თამაში გვესაჭიროება. თუ “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ თავს უკვე ნახევარფინალში ხედავს, მაშინ მოგების შანსი ჩვენც გვაქვს” - ამბობს დონი.
|