ორშაბათი, 2025-07-07, 11:44 AM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მაისი » 06

"ძნელია გააკრიტიკო ისეთი ფეხბურთელი როგორიც კრისტიანო რონალდოა რადგან იგი ამას ნამდვილად არ იმსახურებს. მემგონი ზედმეტი იქნება მის მიერ მოგებული თამაშების ჩამოთვლა რომელიც მან მანჩესტერლებს მოუტანა. იგი დიდებული ფეხბურთელია. რონალდო ყველაფერს დაამტკიცებს ოლდ ტრაფორდზე რადგან ნოუ კამპზე მან ვერ შეძლო პენალტის გამოყენება და ამან მასზე პსიქოლოგიურად იმოქმედა. ფეხბურთის თამაში კი ანერვიულებული როცა ხარ ძალიან ძნელია. კრისტიანოს ნერვიულობა თამაშის დროსაც ეტყობოდა"-განაცხადა ნანიმ. ნანის აზრს აგრეთვე დაეთანხმა ვეინ რუნიც რომელმაც განაცხადა: "გამოუყენებელი პენალტი არაფერს შეცვლის. ყველაფერი ოლდ ტრაფორდზე გადაწყდება. ძნელია აკრიტიკო ისეთი ფეხბურთელი როგორიც კრისტიანო რონალდოა რომელმაც მანჩესტერ იუნაიტედს ამდენი წარმატება მოუტანა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მან წელს 38 გოლი გაიტან რომელიც ბრწყინვალე შედეგია. ნოუ კამპზე მისი ცუდი თამაში განპირობებული იყო ნერვიულობით, ნერვიულობის მიზეზი კი თითოეული ჩვენ ... მეტის წაკითხვა


პორტუგალიელმა ფლეიმეიკერმა მეორეჯერ დაიმსახურა ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, "პფას" ვერსიით. მეორე ფეხბურთელი, რომელიც ზედოზედ მეორეჯერ აღიარეს საუკეთესოდ, ტიერი ანრი იყო, რომელიც ახლა ბარსაში გამოდის. ამის გაკეთება ფრანგმა 2003-2004 წლებში შეძლო. საერთოდ კი ერთზე მეტკერ ეს პრიზი მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა მოიგო - ისავ და ისევ, ტიერი ანრიმ, მარკ ჰიუზმა და ალან შირერმა.



34 წლის რაიან გიგზი ”მანჩესტერ იუნაიტედისთვის” შეუცვლელი მოთამაშეა. მიმდინარე წლებში ისევე, როგორც წინა წლებში გუნდის უკლებლივ ყველა შემადგენლობაში მიიღო მონაწილეობა და ახლა ”მანჩესტერთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება. რაიან გიგზი გულშემატკივართა შეკითხვებს პასუხობს.


როგორ შეძლო ”მანჩესტერმა” თქვენი გადაბირება? მართალია, რომ ფერგიუსონი ორჯერ გესტუმრათ შინ?
- მართალია. ორი წელი ვცხოვრობდი მანჩესტერში და ფერგიუსონის გუნდის თავგადაკლული ქომაგი ვიყავი. როცა დამიკავშირდა და მიმიწვია ისე დავიბენი, რომ მაშინვე ვერ ვუპასუხე.

რა ცვლილებები მოხდა მას შემდეგ ფეხბურთში რაც პროფესიულ დონეზე დაიწყეთ თამაში?
- ბევრად გაიზარდა ფეხბურთელთა სიჩქარე. მედია უფრო კრიტიკული და ყურადღებიანი გახდა. დანარჩენი დეტალები უმნიშვნელოდაა შეცვლილი.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს დამწყებ ფეხბურთელს თქვენნაირ წარმატებას, რომ მიაღწიოს?
- ერთადერთი რაც წარმატებას განაპირობებს მუდმივი ვარჯიშია და მწვრთნელის ... მეტის წაკითხვა


სერ ალექს ფერგიუსონმა სთხოვა თავის მოწაფეებს “ვესთ ჰემის” დამარცხების შემდეგ შემოევლოთ წრე სტადიონისთვის, იმისათვის რომ გულშემატკივრებისთვის ამგვარად მადლობა გადაეხადათ.
“გულშემატკივარი დღესაც ჩინებული იყო, – უთხრა მან MUTV–ს. – ასე სტადიონს წრეს მხოლოდ მაშინ უვლიან, როდესაც ტიტულს იგებენ, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრები ამას იმსახურებენ”.
“ჩვენ ჩვენი ფანების გახარება იმიტომ გვინდოდა, რომ მთელი სეზონის განმავლობაში მხარში გვედგნენ. სამშაბათს საღამოს, “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ისინი ჩინებულად იქცეოდნენ. იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას “იუგანთან” გასამართი თამაშის შემდეგ ყველანი გამარჯვებას ვიზეიმებთ”.
ფერგიუსონმა ფეხბურთელების პროფესიონალიზმი აღნიშნა, რომელიც გამოკივეთა, როდესაც ნანიმ ლუკას ნილის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და გუნდი 10 კაცით დატოვა.
“თამაში ნანის ბავშვურმა ქცევამ გააფუჭა, – განაცხადა იუნაიტედის თავკაცმა. – მან მოწინააღმდეგეს უხეშად უპასუხა, ეს არ უნდა გაეკეთებინა, ... მეტის წაკითხვა


მოსკოვში ჩემპიონთა ლიგის ორგანიზატორები მოელაპარაკნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის შესახებ, რომ ბრიტანეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ლიგის ფინალის ბილეთები აქვთ მოსკოვში უვიზოდ ჩამოსვლა შეძლონ. ამის შესახებ Reuters–ი იუწყება. შეგახსენებთ, რომ 21 მაისს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებისათვის ორი ინგლისური კლუბი იბრძოლებს: “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჩელსი”. ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელია, რომ თამაშს ათი ათასობით ბრიტანელი გულშემატკივარი დაესწრება.
“რუსულმა მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, – განაცხადა მატჩის კოორდინატორმა ალეკსეი სოროკინმა. – ვიზის ნაცვლად გულშემატკივრებმა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ბილეთები უნდა წარადგინონ”.



ჟურნალმა Forbes-მა, ზედიზედ მეორე წელია, ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედი” მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კლუბად დაასახელა.
ამის შესახებ, სააგენტო Reuters-ი იუწყება.
მანჩესტერული კლუბი 1,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით 25 პროცენტით მეტია.
Forbes-ის შეფასებით, მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი ფეხბურთელი, “ლოს-ანჯელეს გელექსის” ინგლისელი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემია, რომელიც წელიწადში 49 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბების პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. “მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი) – 1,8 მილიარდი დოლარი
2. “რეალი” (ესპანეთი) – 1,285 მილიარდი დოლარი
3. “არსენალი” (ინგლისი) – 1,2 მილიარდი დოლარი
4. “ლივერპული” (ინგლისი) – 1, 05 მილიარდი დოლარი
5. “ბაიერნი” (გერმანია) – 917 მილიონი დოლარი
6. “მილანი” (იტალია) – 798 მილიონი დოლარი
7. “ბარსელონა” (ესპანეთი) – 784 მილიონი დოლარი
8. “ჩელსი” (ინგლისი) – 764 მილიონი დოლარი ... მეტის წაკითხვა


პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ, მწერალმა ჟურნალისტებმა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ამის შესახებ, ბრიტანული სპორტული ინტერნეტ-გამოცემა Sky Sports-ი იუწყება.
მისთვის განკუთვნილ ჯილდოს რონალდუ 15 მაისს მიიღებს.
პორტუგალიელს მსგავსი პატივი წილად გასულ წელსაც ხვდა.
ზედიზედ ორჯერ საუკეთესოდ, ბოლოს ინგლისელმა ჟურნალისტებმა ლონდონის “არსენალის” ექს-ფორვარდი ფრანგი ტიერი ანრი მიიჩნიეს.



ინგლისის “მანჩესტერ იუნატედის” მთავარი მწვრთნელის სერ ალექს
ფერგიუსონის თანაშემწე კარლუშ კეირუში, სეზონის დასურლების შემდეგ, გუნდის დატოვებასა და პორტუგალიის “ბენფიკას” გაძღოლას არ აპირებს.
ამის შესახებ, ბრიტანული სპორტული ინტერნეტ-გამოცემა Sky Sports-ი იუწყება.
“მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი მაკავშირებს, რომლის დასრულებამდე კლუბში ვრჩები. ასე რომ, წასვლას არსად არ ვაპირებ. აქ ჩემთვის ყელაფერი მისაღებია” - განაცხადა კეირუშმა.



ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედმა” შესაძლოა ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “ვესტ ჰემის” თავდამსხმელი დინ ეშტონი შეიძინოს.
როგორც The Daily Star-ი იუწყება, ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონს ძალიან მოსწონს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში, ეშტონმა 8 გოლი გაიტანა. მისი შეძენით მანჩესტერის მე-2 კლუბი - “სიტიც” დაინტერესდა.



ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ამერიკელი მფლობელების, გლეიზერების ოჯახი კლუბის საშინაო არენაზე, “ოლდ ტრაფორდზე” უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებას აპირებს.
როგორც Daily Telegraph-ი იტყობინება, კლუბის მეპატრონეებმა ამ მიზნით, “ვესტ ჰემთან” პრემიერლიგის 37-ე ტურის შეხვედრაზე უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომლები მიიწვიეს, რომლებმაც, დაკვირვების საფუძველზე, სტადიონზე ამჟამად მოქმედი უსაფრთხოების სისტემის სრულყოფა, ან მისი სრული შეცვლა უნდა განახორციელონ.



პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “პორტუს” მცველ ჟოზე ბოსინგვას აგენტმა რუი ნერომ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეთანხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
ამის შესახებ, Sportinglife-ი იტყობინება.
“კონკრეტული მოლაპარაკება არც “მანჩესტერ იუნაიტედთან” და არც სხვა კლუბთან გვიწარმოებია. ჟოზეს მიმართ ინტერესს იჩენენ ინგლისიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და გერმანიიდან. თუკი ვინმე შესთავაზებს “პორტუს” 30 მილიონ ევროს, ჩემი კლიენტის შეძენის დიდი შანსი ექნება”, – აცხადებს ნერო.





ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ნანიმ, პრემიერლიგის 37-ე ტურში “ვესტ ჰემთან” მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო, თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა.
ამის შესახებ, სააგენტო AFP იუწყება.
“მართლაც დაუფიქრებლად მოვიქეცი. მინდა ვთქვა, რომ მეტოქემ პროვოკაცია მომიწყო, რათა მეუხეშა. ვიცი, რომ ეს, გასასამართლებელ საბუთად არ გამოდგება, მაგრამ ყოველივე სწორედ ასე მოხდა. სამწუხაროა, რაც გავაკეთე, მაგრამ მიხარია, რომ ჩემმა თანაგუნდელებმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს”, – განაცხადა ნანიმ.
პორტუგალიელმა, წითელი ბარათი პირველ ტაიმში, მეტოქის მცველ ლუკას ნეილთან უხეშობის გამო მიიღო.
სააგენტოს ცნობით, ნანის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის, რაც, თავისთავად, იმის მაუწყებელია, რომ პრემიერლგის ბოლო ტურის მატჩს “უიგანის” წინააღმდეგ, ის ვერ ითამაშებს.


შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მაისი 2008  »
კვ ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz