პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “პორტუს” მცველ ჟოზე ბოსინგვას აგენტმა რუი ნერომ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეთანხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. ამის შესახებ, Sportinglife-ი იტყობინება. “კონკრეტული მოლაპარაკება არც “მანჩესტერ იუნაიტედთან” და არც სხვა კლუბთან გვიწარმოებია. ჟოზეს მიმართ ინტერესს იჩენენ ინგლისიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და გერმანიიდან. თუკი ვინმე შესთავაზებს “პორტუს” 30 მილიონ ევროს, ჩემი კლიენტის შეძენის დიდი შანსი ექნება”, – აცხადებს ნერო.