Main » 2008»მაისი»6 » FBI “ოლდ ტრაფორდზე” უსაფრთხოების გაძლიერებულ სისტემას დააყენებს
FBI “ოლდ ტრაფორდზე” უსაფრთხოების გაძლიერებულ სისტემას დააყენებს
11:10 AM
ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ამერიკელი მფლობელების, გლეიზერების ოჯახი კლუბის საშინაო არენაზე, “ოლდ ტრაფორდზე” უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებას აპირებს. როგორც Daily Telegraph-ი იტყობინება, კლუბის მეპატრონეებმა ამ მიზნით, “ვესტ ჰემთან” პრემიერლიგის 37-ე ტურის შეხვედრაზე უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომლები მიიწვიეს, რომლებმაც, დაკვირვების საფუძველზე, სტადიონზე ამჟამად მოქმედი უსაფრთხოების სისტემის სრულყოფა, ან მისი სრული შეცვლა უნდა განახორციელონ.