შაბათი, 2025-02-01, 8:23 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მაისი » 17

კრისშტიანო რონალდუმ დღეს 2 პრიზი მიიღო-პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის და ოქროს ბუცი ინგლისის საუკეთესო ბომბარდირობისთვის-იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.

23 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა აგრძელებს პრიზების აღებას.ეს წელი მისთვის საუკეთესოა,ბევრი ფეხბურთელი ინატრებდა სეზონს.რონალდუმ დიდი წვლილი შეიტანა პრემიერ ლიგის თასის აღებაში და მან ამისთვის უკვე მეორედ მიიღო პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება.

კრისტიანო რონალდუმ ასევე მიიღო "ოქროს ბუცი".ოქროს ბუცის მოპოვებაში მას წინააღმდეგობა გაუწიეს ფერნანდო ტორესმა და ემანუელ ადებაიორმა.პორტუგალიელის ანგარიშზე არის 31 გოლი 34 მატჩში.რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი რომელმაც 30 ზე მეტი გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში.თავის დროზე, 12 წლის წინ ეს რეკორდი შირერმა მოხსნა.

ყოველ გატანილ გოლზე მანჩესტერის ნახევარმცველი მიიღებს 1000 ფუნტს.




საფეხბურთო კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ქრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთხელ დაიმსახურა პერსონალური პრიზი. პორტუგალიელი ფეხბურთელი საუკეთესოდ ამჯერად ჟურნალისტების ბრიტანულმა ასოციაციამ დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე რონალდუ დაასახელეს საუკეთესო მოთამაშედ პროფესიონალური ფეხბურთის ასოციაციამ. იქაც გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდა. რეიტინგში მეორე ადგილი "ლივერპულის" თავდამსხმელმა ესპანელმა ფერნანდო ტორესმა დაიკავა, მესამე პოზიცია კი დევიდ ჯეიმსს ერგო "პორტსმუთიდან".
ამ სეზონში ქრიშტიანუს ანგარიშზე 41 გოლია ყველა იმ ტურნირში, რომელშიც ასპარეზობდა მანჩესტერული გუნდი. ამ გოლებმა უდიდესი სამსახური გაუწია კლუბს პრემიერლიგის ტიტულის დაცვისთვის. ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლისათვის, სადაც 21 მაისს გადაწყდება მოიპოვებს თუ არა "იუნაიტედი" კიდევ ერთ ტროფეის წლევამდელ სეზონში. ამ ყველაფრის შესახებ კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
"მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ მოვიპოვე კიდევ ... მეტის წაკითხვა


ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი ნახევარმცველი კრიშტიანუ რონალდუ, კლუბში საკუთარ მომავალს, 21 მაისს, მოსკოვში დანიშნული ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის “ჩელსისთან” შეხვედრის შემდეგ გაარკვევს.
ამის შესახებ, ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ი იუწყება.

“აქ ყოფნით ბედნიერი ვარ, მაგრამ მოდით, ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაველოდოთ. ჯერჯერობით, წყნარად ვარ, მაგრამ საკუთარი მომავლის შესახებ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება ჩემს მიმართ “რეალის” ინტერესს, არაერთხელ მითქვამს, რომ ესპანეთში თამაში მსურს. თუმცა, ერთია მხოლოდ საუბარი, ხოლო მეორე - რეალობა. ვიცი, რომ “რეალის” გარდა, კიდევ სხვა ესპანურ გუნდებს სურთ თავის რიგებში მიხილონ, რაც ძალიან მსიამოვნებს. თუმცა, ამჟამად, მანჩესტერში ყველაფერი მაკმაყოფილებს” - განაცხადა რონალდუმ.




ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” უელსელმა შემტევმა ნახევარმცველმა რაიან გიგზმა აღნიშნა, რომ საკუთარი საფეხბურთო კარიერას მხოლოდ ერთადერთ კლუბში – “მანჩესტერ იუნაიტედში” ისურვებდა.
გიგზმა ფიფას ოფიციალურ საიტს ისიც განუცხადა, რომ ფეხბურთელებოს დასრულების შემდეგ, მწვრთნელობაზე იფიქრებს.
“მსურს, რომ საფეხბურთო კარიერა სწორედ “მანჩესტერ იუნაიტედში” დავასრულო. ჯერ საბოლოოდ არ გადამიწყვეტია, თუ რას გავაკეთებ ფეხბურთელობის შემდეგ, თუმცა მწვრთნელობის იდეა ძალიან მიზიდავს. ერთხელ უკვე ვავარჯიშებდი “მანჩესტერის” ბავშვთა გუნდს და ეს საქმიანობა ძალიან მომეწონა” – აღნიშნა გიგზმა.


შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მაისი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz