პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ, მწერალმა ჟურნალისტებმა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ამის შესახებ, ბრიტანული სპორტული ინტერნეტ-გამოცემა Sky Sports-ი იუწყება. მისთვის განკუთვნილ ჯილდოს რონალდუ 15 მაისს მიიღებს. პორტუგალიელს მსგავსი პატივი წილად გასულ წელსაც ხვდა. ზედიზედ ორჯერ საუკეთესოდ, ბოლოს ინგლისელმა ჟურნალისტებმა ლონდონის “არსენალის” ექს-ფორვარდი ფრანგი ტიერი ანრი მიიჩნიეს.