შაბათი, 2025-02-01, 8:16 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მაისი » 16

წლევანდელ ”პრემიერლიგაში” ჩემპიონობისათვის ერთმანეთს რეალურად სამი გუნდი ეცილებოდა ”მანჩესტერ იუნაიტედი”, ”ჩელსი” და ”არსენალი”. საბოლოოდ გამარჯვება ”მანჩესტერელებს” დარჩათ.”პრემიერლიგის” მოგება იოლი არასდროს არავისთვის არ ყოფილა. ამ ჯერზეც ასე მოხდა. ”მანჩესტერის” პირველობა ბოლო ტურში გაირკვა როდესაც ”უიგანი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ ”მანჩესტერმა” ზედიზედ მეორე წელს იზეიმა პირველობა.


”მანჩესტერთან” ერთად მისი მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი, პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. შოტლანდიელი სპეციალისტი ლიგის მწვრთნელთა ასოციაციამ სცნო საუკეთესოდ და კუთვნილი პრიზი, ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, ფაბიო კაპელომ გადასცა.

ალექს ფერგიუსონისთვის, ახლახან დასრულებული სეზონი, “მანჩესტერ იუნაიტედის” სათავეში 22-ე იყო და ამ დროის განმავლობაში, მან გუნდს მეათედ მოაპოვებინა ინგლისის ჩემპიონის ტიტული.

ფერგიუსონს, ლიგის მწვრთნელთა ასოციაციის პრიზი აქამდეც მიუღია, ეს 199 ... მეტის წაკითხვა


2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ლორდ სებასტიან კოე აცხადებს, რომ ამ თამაშებზე ბრიტანეთის ფეხბურთელთა ოლიმპიური ნაკრების გაძღოლა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს ალექს ფერგიუსონს შესთავაზა.
ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება.
“უდიდესი სურვილი მაქვს ალექსი ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის როლში ვიხილო. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და ამ თემაზე მას უკვე ვესაუბრე. ჩემი აზრით, ფერგიუსონზე მეტად ამ თანამდებობას არავინ იმსახურებს” – აცხადებს კოე.



ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა რიო ფერდინანდმა, კლუბთან ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ამის შესახებ, სააგენტო Reuters-ი იუწყება.
“ასეთ ტიტულოვან კლუბში თამაშის გაგრძელება და პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა ტურნირებში გამარჯვების მიღწევა, ჩემთვის დიდი პატივია. დარწმუნებული ვარ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში კიდევ არაერთ წარმატებას მივაღწევ”, – განაცხადა ფეხბურთელმა.
ფერდინანდთან თანამშრომლობის გაგრძელება დადებითად შეაფასა მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა:
“მისი გუნდში დარჩენით კმაყოფილი ვარ. მიმდინარე სეზონში, ჩვენი გუნდის დაცვის ხაზის წარმატებულ თამაშში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა”.
ფერდინანდი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2002 წლიდან გამოდის და 184 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.



ესპანეთის “ბარსელონამ” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა ხერარდ პიკესთან, რომელიც გასული სეზონის განმავლობაში, “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა.
ამის შესახებ, ესპანური გამოცემა EL Mundo Deportivo იუწყება.
კატალონელებმა, ფეხბურთელის სანაცვლოდ, ინგლისურ კლუბს 5 მილიონი ევრო გადაუხადეს.
21 წლის პიკე, წარმოშობით ესპანელია და კარიერას სწორედ “ბარსელონაში” იწყებდა. მან “მანჩესტერ იუნაიტედს” 2004 წელს მიშურა, ხოლო 2006-2007 წლების სეზონში, იჯარის წესით, “სარაგოსაში” გამოდიოდა.
მანჩესტერელთა რიგებში, პიკემ 12 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.


შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მაისი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz