ორშაბათი, 2025-07-07, 6:43 AM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მაისი » 28

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ირლანდიელი მცველი ჯონ ოში, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდის დატოვებას არ აპირებს.
ამის შესახებ, ბრიტანული სპორტული ინტერნეტ-გამოცემა Sky Sports-ი იუწყება.
“დიდი ხანი ვიფიქრე, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. საკუთარ თავს ვკითხე: “სად უნდა წავიდე ასეთი საუცხოო გუნდიდან?”. ეს საკმაოდ რთული კითხვაა. ამიტომ, დარჩენა გადავწყვიტე”, – განაცხადა ოშიმ.
27 წლის ირლანდიელი ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედში” 1999 წელს ჩაირიცხა და მის რიგებში ჩატარებულ 191 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
ირლანდიის ეროვნულ გუნდში იგი 2001 წლიდან გამოდის და 44 შეხვედრაში, მეტოქის კარი ერთხელ აიღო.



იტალიის “მილანს”, მომავალი სეზონის ბოლომდე, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი მარცხენა მცველი პატრის ევრას იჯარით წაყვანა სურს.
ამის შესახებ, ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი იუწყება.
ევრას, მანჩესტერელებთან კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება.
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი, ინგლისურ კლუბში 2006 წელს გადავიდა და მის რიგებში ჩატარებულ 68 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდში, მან 9 შეხვედრა ითამაშა, მაგრამ მეტოქის კარი არ აუღია.



ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა მადრიდის “რეალს” ფიფაში ჩივილით დაემუქრა. ინგლისელები ამ ფორმას იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუკი ესპანური კლუბი პორტუგალიელი ნახევარმცველის კრიშტიანუ რონალდოს გადაბირების მცდელობას კვლავ განაგრძობს.
ამის შესახებ, სააგენტო AP იუწყება.
“მანჩესტერ იუნაიტედი” მზარდი უკმაყოფილებით ადევნებდა თვალს პრესაში მუდმივად გამოქვეყნებულ კომენტარებს იმის თაობაზე, რომ “რეალს” კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტის გაფორმება სურს. ფაქტები ასეთია - ფეხბურთელს გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს ჩვენ კლუბთან და მასზე უფლებები “მანჩესტერ იუნაიტედს” ეკუთნის. რონალდუ არ იყიდება. თუ მადრიდული გუნდი ამ სრულიად დაუშვებელ გამოხდომებს გააგრძელებს, ჩვენ არაფერი დაგვრჩენია იმის გარდა, რომ საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციას მივმართოთ. ეს საზოგადო მცდელობები ფეხბურთელს სიმშვიდე დაურღვიონ, საერთაშორისო ნორმებს არ შეესაბამება და ჩვენი კლუბი მოთმენას აღარ აპირებს. ეჭვი არავის უნ ... მეტის წაკითხვა

შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მაისი 2008  »
კვ ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz