Main » 2008»მაისი»6 » “მანჩესტერ იუნაიტედი” მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბია
“მანჩესტერ იუნაიტედი” მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბია
11:21 AM
ჟურნალმა Forbes-მა, ზედიზედ მეორე წელია, ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედი” მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კლუბად დაასახელა. ამის შესახებ, სააგენტო Reuters-ი იუწყება. მანჩესტერული კლუბი 1,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით 25 პროცენტით მეტია. Forbes-ის შეფასებით, მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი ფეხბურთელი, “ლოს-ანჯელეს გელექსის” ინგლისელი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემია, რომელიც წელიწადში 49 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბების პირველი ათეული ასე გამოიყურება: 1. “მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი) – 1,8 მილიარდი დოლარი 2. “რეალი” (ესპანეთი) – 1,285 მილიარდი დოლარი 3. “არსენალი” (ინგლისი) – 1,2 მილიარდი დოლარი 4. “ლივერპული” (ინგლისი) – 1, 05 მილიარდი დოლარი 5. “ბაიერნი” (გერმანია) – 917 მილიონი დოლარი 6. “მილანი” (იტალია) – 798 მილიონი დოლარი 7. “ბარსელონა” (ესპანეთი) – 784 მილიონი დოლარი 8. “ჩელსი” (ინგლისი) – 764 მილიონი დოლარი 9. “იუვენტუსი” (იტალია) – 510 მილიონი დოლარი 10. “შალკე” (გერმანია) – 470 მილიონი დოლარი