სამშაბათი, 2025-01-21, 11:47 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მაისი » 18

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი ლუის საა აღიარებს, რომ ზაფხულში, შესაძლოა, ახალი სამუშაო ადგილის მოძიება მოუხდეს.
ამის შესახებ, Sportinglife-ი იტყობინება.
“სამწუხაროდ, ახლა, ჩემი მომავალი ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩემთვის, “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში, შესაძლოა, ბოლო მატჩი გამოდგეს, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, ბევრი რამ საპირისპიროდ შეიცვალოს”, – აცხადებს 29 წლის ფრანგი თავდამსხმელი, რომელიც ინგლისურ გრანდში ოთხი წლის წინ, “ფულჰემიდან” გადავიდა, თუმცა გუნდის შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება, აქამდე ვერ შეძლო.




ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი მცველი პატრის ევრა თვლის, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთხელ გამარჯვებას იმსახურებს.
ამის შესახებ, საფეხბურთო ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი იუწყება.
“ვფიქრობ, ასეთი დონის მწვრთნელი, ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას იმსახურებს. ჩვენ შევეცდებით მისი გულისთვის ბოლომდე დავიხარჯოთ, რადგან ფერგიუსონმა “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ძალიან ბევრი გააკეთა”, – განაცხადა ევრამ.
შოტლანდიელი სპეციალისტი, “მანჩესტერ იუნაიტედში” 22 წელია მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში, კლუბს 28 ტიტული მოაპოვებინა.
თუმცა, მანჩესტერელებმა ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს, როდესაც 1999 წელს, ფინალში, მიუნხენის “ბაიერნი” 2:1 დაამარცხეს.
21 მაისს, მოსკოვში, ფერგიუსონის გუნდი ფინალში ლონდონის “ჩელსის” შეხვდება.




ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა კლუბთან ახალი, 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ამის შესახებ ბრიტანული ინტერნეტ-გამოცემა Metro იტყობინება.
“მაიკლთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ძალიან მახარებს. იგი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და კარგია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ითამაშებს” – აცხადებს მანჩესტერელთა თავკაცი ალექს ფერგიუსონი.
გასულ კვირაში “მანჩესტერ იუნაიტედთან” თანამშრომლობის ხელშეკრულება რიო ფერდინანდმაც გაახანგრძლივა. ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.



ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი ნახევარმცველი კრიშტიანუ რონალდუ აცხადებს, რომ გუნდში რჩება და ამის უმთავრესი მიზეზი, მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონია.
ამის შესახებ News of the World-ი იტყობინება.
“უმთავრესი მიზეზი, რის გამოც “მანჩესტერ იუნაიტედში” ვთამაშობ, ჩვენი მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონია. მან ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა, არა მარტო ამ სეზონში, არამედ რაც აქ ვარ. კლუბში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მინდა მომავალშიც ასევე გაგრძელდეს. ხუთი წელია აქ ვთამაშობ და “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემთვის ოჯახად იქცა” - აცხადებს პორტუგალიელი ფეხბურთელი.


შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მაისი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz