ორშაბათი, 2025-07-07, 9:15 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მაისი » 6 » ფერგიუსონი: “თამაში ნანის ბავშვურმა ქცევამ გააფუჭა”
ფერგიუსონი: “თამაში ნანის ბავშვურმა ქცევამ გააფუჭა”
11:31 AM

სერ ალექს ფერგიუსონმა სთხოვა თავის მოწაფეებს “ვესთ ჰემის” დამარცხების შემდეგ შემოევლოთ წრე სტადიონისთვის, იმისათვის რომ გულშემატკივრებისთვის ამგვარად მადლობა გადაეხადათ.
“გულშემატკივარი დღესაც ჩინებული იყო, – უთხრა მან MUTV–ს. – ასე სტადიონს წრეს მხოლოდ მაშინ უვლიან, როდესაც ტიტულს იგებენ, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრები ამას იმსახურებენ”.
“ჩვენ ჩვენი ფანების გახარება იმიტომ გვინდოდა, რომ მთელი სეზონის განმავლობაში მხარში გვედგნენ. სამშაბათს საღამოს, “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ისინი ჩინებულად იქცეოდნენ. იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას “იუგანთან” გასამართი თამაშის შემდეგ ყველანი გამარჯვებას ვიზეიმებთ”.
ფერგიუსონმა ფეხბურთელების პროფესიონალიზმი აღნიშნა, რომელიც გამოკივეთა, როდესაც ნანიმ ლუკას ნილის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა და გუნდი 10 კაცით დატოვა.
“თამაში ნანის ბავშვურმა ქცევამ გააფუჭა, – განაცხადა იუნაიტედის თავკაცმა. – მან მოწინააღმდეგეს უხეშად უპასუხა, ეს არ უნდა გაეკეთებინა, ამის შემდეგ მსაჯს უკვე სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ის ლაისმენთან გასაუბრების შემდეგ გააძევა. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნანისთვის კარგი გაკვეთილი იქნება”.
“დღეს უმნიშვნელოვანესი სამი ქულის მოპოვება იყო, – დაამატა სერ ალექსმა. – ამისათვის ჩვენ გარკვეული დაბრკოლებების გადალახვა მოგვიწია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათ გოლი გაიტანეს და ჩვენ ათნი დავრჩით”.
“პირველი ტაიმის ბოლო ჩვენთვის დაძაბული აღმოჩნდა, მაგრამ ანგარიშის შენარჩუნება მოვახერხეთ. შემდეგ ტაქტიკა შევცვალეთ, იმისათვის რომ მეორე ტაიმში ბურთის ფლობა გაგვეძლიერებინა. კონცენტრაციის შენარჩუნება შევძელით და მეოთხე გოლიც გავიტანეთ. ამის შემდეგ თამაში ჩვენთვის უკვე დასრულებული იყო”.

Views: 686 | Added by: Cristiano_Ronaldo_7 | Rating: 5.0/1 |
Total comments: 3
3 manutd10  
0
angry cudia. araushavs iqit sezonidan shevuberoooooot exla mainc azri agar aq ra morcha sezoni!
glory glory man uniteeeeed!

ronaldo is king of football king

red devils are W champions


2 Cristiano_Ronaldo_7  
0
magari problemebia sheknnili ver gaixseneba jer imito ro dizains vinc gviketebda agara chans cavida vabshe da axali sezonidan gavaketebt saucileblad am zafxuls

1 manutd10  
0
cristiano_ronaldo_7 gaixare kai newsebia. axali saiti rodis ixsneba?

Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მაისი 2008  »
კვ ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz